reportiori.ge - ზაზა ფირცხალაიშვილი: ბათუმის ყოფილმა მერმა კატეგორიულად მომთხოვა ჟიურის წევრად მერიიდან ვინმეს ჩასმა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:29
რეგიონები
ზაზა ფირცხალაიშვილი: ბათუმის ყოფილმა მერმა კატეგორიულად მომთხოვა ჟიურის წევრად მერიიდან ვინმეს ჩასმა!
16 აპრილი, 2014. 17:28



ბათუმელი პოეტი ზაზა ფირცხალაიშვილი „facebook“-ის საკუთარ გვერდზე ლექსების გამოფენა“-სთან დაკავშრებით მომხდარ ინცინდენტზე წერს:

 

მოგეხსენებათ ლექსების გამოფენა გახლავთ 10 წლის და არის საავტორო პროექტი, რაზედაც გამაჩნია შესაბამისი დოკუმენტაცია. 2011 წელს აწ უკვე ყოფილმა მერმა ბატონმა ჯემალ ანანიძემ, კატეგორიულად მომთხოვა ჟიურის წევრად მერიიდან ვინმეს ჩასმა, რაზეც რა თქმა უნდა ვერ შევთანხმდით, სხვადასხვა მიზეზთა გამო, კერძოდ: 1. ზემოდან მითითებებით ჟიურის დაკომპლექტება არ მგონია სწორი; 2. ჟიურის უკვე დასრულებული ჰქონდა მუშაობა; 3. წინა წელს გამოვაცხადე ჟიურიში თითო რეგიონიდან თითო ადამიანის ჩასმა და ბათუმიდან 2 ადამიანის ყოფნა (მით უმეტეს ფინალურ ეტაპამდე რამდენიმე დღით ადრე) გამოიწვევდა ეჭვს მონაწილეებში და პროექტს არაობიექტურის სახელს შესძენდა. ავუხსენი, რომ უკვე არსებობდა მაღალი დონის ჟიური და შეცვლა ფიზიკურად არ გამოვიდოდა, რაზედაც პასუხად მივიღე თუ ჟიურია მაღალი დონე და მერია დაბალი დონე ამ საბუთებზე მაგათ მოაწერინე ხელი და მე არ ვარ ხელის მომწერიო, ისიც თქვა სხვათა შორის, სილამაზის კონკურსს ვაფინანსებთ და იქ ჟიურიში გვყავს მერიის წარმომადგენელი და ეგ კონკურსი რა გახდაო (!) მივმართე მწერალთა კავშირს და ბატონი დავით თედორაძის და ბატონი ვახტანგ ღლონტის ჩარევის შემდეგ მივიღეთ შემდეგი შედეგი, წელიწადში ორჯერ აღარ ატარდებოდა გამოფენა (ადრ ასე იყო), თვითონ ბატონმა ჯემალმა შეასრულა თავისი სიტყვა და ხელი მოაწერა პროექტს, რომლის სათაური რატომღაც გახდა ასი სიტყვა (სათაურების ცვლილებები აისახებოდა მხოლოდ და მხოლოდ მერიის დოკუმენტებში, პროექტს მოგეხსენებათ ყველასთვის ლექსების გამოფენა ერქვა).

 

შარშან 2013 . ლექსების გამოფენას მერიამ ისევ გადაარქვა სახელი და ამჯერად დაარქვა თანამედროვე პოეტებისა და პროზაიკოსების ლიტერატურული ფორუმი. მოხდა პროექტის ტენდერზე გამოტანა, პირობებში აღარ იყო ნახსენები ჟიური (მათი მომსახურების ხარჯები მოვიძიე პირადად და შრომა აუნაზღაურდათ კეთილსინდისიერად), რადგან ჟიური აღარ ამოიღეს პირობებიდან შესაბამისად გამარჯვებულისთვის თანხები აღარ ჩაიდებოდა, გახსოვთ ალბათ ემიგრანტების დახმარებით მოხერხდა საპრიზო ფონდი მობილიზება და აქაც კეთილსინდისიერად შევასრულე ის პირობა, რომელიც გამოვაცხადე კონკურსის გამოცხადებისთანავე. უნდა მიმეღო თუ არა მონაწილეობა ტენდერში? მე ვფიქრობ კი, უნდა მიმეღო, რადგანაც: მოთხოვნებში დარჩა ისეთი პუნქტები, როგორიცაა ას სიტყვიანი ნამუშევრების მოძიება, მათი წიგნად დაბეჭდვა, 2004-2013 კონკურსების ფოტოგამოფენის მოწყობა, მკითხველის სიმპათიის გამოვლენის მექანიზმი. მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე, თუმცა მყავდა კონკურენტი , რომლთან ვაჭრობის შედეგად საერთო თანხა შემცირდა დაახლოებით 10%-ით, ამას თუ დავუმატებთ ჟიურის მომსახურებას და საპრიზო ფონდის თანხასმიხვდებით, რომ პროექტი იდგა ჩავარდნის პირას. საბოლოო ჯამში მოხერხდა და ჩატარდა შარშანდელი პროექტი გამართულად. წელს მერიამ ისევ გამოიტანა პროექტი და მოთხოვნებიდან ამოიღო ას სიტყვიანი მინიატურები და ფოტოგამოფენა , ნაცვლად 2004-2013 წწ. ჩაწერა მხოლოდ 2013 . რაზეც განაცხადეს, რომ თავადაც გადაუღიათ შარშან ფოტოები. ისმის კითხვა: მერიაში რა იცოდნენ  შარშან ლექსების გამოფენა ჩატარდა თუ თანამედროვე პოეტებისა და პროზაიკოსების ლიტერატურული ფორუმი (როგორც თვითონ უწოდებენ)? მე გპასუხობთ, რომ იცოდნენ, რადგან ესწრებოდნენ (ფოტოებიც გადაუღიათ), ჟიურიც ნახეს, გამარჯვებულებსაც უკრავდენ ტაშს (ეგ ფოტოები მე მაქვს), ყველგან და ყველაფერს ეწერა ლექსების გამოფენა (აფშებს, ტორტს, სიგელებს და წიგნებს). წიგნების თემა ცალკე სასაუბრო თემაა და აქაც შემოგთავაზებთ მცირე ექსკურსს: შარშანაც და წინა 8 წელსაც იბეჭდება ფინალისტთა წიგნები, სათაურად - ექსების გამოფენა /ასი სიტყვა, იცვლება მხოლოდ წლები. მერიამ შარშან ჩაიბარა ჩემგან წიგნები (რომლებიც დავბეჭდე ტენდერის პირობების თანახმად), რომელ სახელწოდებაცაა რა ქმა უნდა ლექსები გამოფენა/ასი სიტყვა 2013 . ანუ არაა მათთვისაც ახალი ამბავი რა პროექტთან ჰქონდთ თუნდაც შარშან საქმე. ბარემ აქვე ვიტყვი მათი წიგნებისადმი დამოკიდებულებას. შარშანს მერე ეს წიგნები უწყვიათ საწყობში და წიგნებიც ამაოდ ელოდებიან დღის სინათლეს, ვაითუ რევიზიამ შეამოწმოს და არ დახვდესო. გარწმუნებთ, მე ერთი ეგზემპლარიც არ გამაჩნია.

 

წელს რადგან ამოიღეს ჟიური, ასი სიტყვა და მოლბერტებზე ნაწარმოებთა გამოფენა დარჩა ლექსების გამოფენის აბსურდული ვარიანტი: კერძოდ, ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ (სხვათა შორის ბათუმობის ტენდერი მოიგო შარშან) უნდა ჩამოიყვანოს 130 პოეტი და პროზაიკოსი, ათამაშოს ფეხბურთი, ნარდი და გაუშვას სახლებში. ლექსების გამოფენის პროექტი შედგება 21 პუნქტისაგან, წელს მერიამ ამოიღო 4 პუნქტი, რაც ჩამოვთვალე ზემოთ, გადმოაკოპირა დარჩენილი 17 პუნქტი (სიტყვა-სიტყვით) და მიიღო ფულის გასათეთრებელი პროექტი (სხვათა შორის კვება ამოღებული ბიუჯეტიდან, რაც ბათუმელი მასპინძლებისთვის შეურაცხმყოფელია, მერიის სხვა პროექტებშიც ასე თუა საინტერესოა). მე, ჩემი პროექტისადმი ფინანსური ინტერესი რომ არ მაქვს, იქიდანაც სჩანს, რომ რამდენჯერმე თავად, საკუთარი სახსრებით დავაფინანსე პროექტი სრულად და დღემდე მისი თანადამფინანსებელი გახლავართ. ნფორმაციისთვის, წელს, მეათე საიუბილეო გამოფენასან დაკავშირებით, დაგეგმილი მქონდა წინა წლების კონკურსების ჟიურის წევრების მოწვევა. მოპარულია პროექტის მხატვრული, იდეური და ტექნიკური დეტალი. პროექტის ახლანდელ ვარიანტში გაპარულია, ისეთი შეცდომები, რომ სასაცილოს ხდის პროექტს, ვიცინოთ: საფეხბურთო მატჩზე მოთხოვნაა გახმოვანების აპარატურა, მე ვაპირებდი მსაჯად დათო ტურაშვილი ყოფილიყო ტრადიციულად და კომენტატორად დიმა ობოლაძე მომეწვია, ამაზე დათო ტურაშვილს შარშანაც მივწერე და ლიგის ამაში დაემთხვა. ესენი რას აპირებენ? ჰიმნი უნდა დაუკრან? წიგნი აქვთ დასაბეჭდი, 130 მონაწილის , გვერდების რაოდენობა (160 გვერდი) რა თქმა უნდა გადმოწერეს ლექსების გამოფენის პროექტიდან, რაც ას სიტყვიანი ნაწარმოებების ხარჯზე სრულიად საკმარისი იყო, ახლა დასაბეჭდი აქვთ 130 ავტორის რჩეული (ას წერია ზუსტად) ნაწარმოებები. ლექსი და პროზა, მითითებული ზომების გათვალისწინებით არ ჩაეტევა ამდენი მასალა 160 გვერდშითუ გამადიდებელთან ერთად დაარიგებენ არა უშავს. უცოდინარობა!

 

მოთხოვნაში გადმოიწერეს შიდა ტრანსპორტით მომსახურება და აწერეს 3 მიკროავტობუსი, რაც 130 ადამიანისთვის არარეალურია, თუ იმით ახსნიან ნაწილ-ნაწილ გადავიყვანთო, მაშინ პირველმა ნაკადმა მეორეს და მესამეს უნდა ელოდოს და ამ შემთხვევაში არასწორ მენეჯმენტთან გვაქვს საქმე. ასევე წერია, რომ ღონისძიებას უნდა დაესწროს დაახლოებით 200 ადამიანი, აქ შეცვალეს ვაღიარებ, რადგან მე 400 მეწერა, ახლა გამოდის 130 სტუმარი იქნება, რადგან სასტუმროა 130 ადამიანზე, 20 მომსახურე პერსონალი, მე მყავდა ასე, 10 მერიიდან მივა ალბათ და ბათუმელებისთვის დაგვრჩა40 ადამიანი, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ და ვისთვის კეთდება ეს პროექტი? ან რას გააკეებენ თუ ამოვლენ, მერიაში მიხრეს ლექსებს წაიკითხავენო... ჰმ! და .. და .. ვამბობდი თუ არა ამ პრობლემების შესახებ ადრე? რა თქმა უნდა ვამბობდი, ძალიან ხშირად და ძალიან ბევრჯერ. არსებობს რადიოსა და ტელევიზიებშიც ამის დამადასტურებელი მასალა, რომელიც რა თქმა უნდა მეც გამაჩნია. დასკვნის სახით: 1. ვაპირებ მერიის წინააღდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას მერიის მიერ საავტორო პროექტის მიზანმიმართულად დამახინჯების და მითვისების შესახებ; 2. მოვუწოდებ სრულიად საქართელოს ნუ მიიღებთ ამ დამახინჯებული სახის პროექტში მონაწილეობას, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თანხის გათეთრებას; 3. მოვუწოდებ ბიზნესმენებს, დაუბრუნონ ბათუმს და სრულიად საქართველოს ლექსების გამოფენის პროექტი; 4. ჟიურის შრომა ანაზღაურდება ნებისმიერ ემთხვევაში შეთანხმებისამებრ (თითქმის დასრულდა მასალებზე მუშაობა); 5. კონკურსში მონაწილეებს ვთხოვ ნუ გამოაქვეყნებენ საკონკურსო ნაწარმოებებს, მაქსიმუმ გამოფენა გადაიდოს მცირე ხნით; 6. გარწმუნებთ მერია აუცილებლად ტენდერის გარეშე დააფინანსებს სამომავლოდ ლექსების გამოფენის პროექტს, რადგანაც ეს ჩემი ახირება კი არა, საზოგადოების ნებაა და მოუწევს გათვალისწინება“, - წერს ის.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016