reportiori.ge - თენგიზ ჯგუშია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:40
სამართალი
თენგიზ ჯგუშია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს
ავტორი:
13 აგვისტო, 2013. 23:46

ყოფილი დეპუტატი, ორგანიზაცია "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია მისი და გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ქვარაიას შორის დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს. 
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თენგიზ ჯგუშიამ განაცხადა, რომ შექმნილ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი გამაფრთხილებელი გასროლის გაკეთება იყო, რის შემდეგაც სიტუაცია შეძლებისდაგვარად განიმუხტა. 
თენგიზ ჯგუშია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მან მადლობა გადაუხადა სასამართლოს ობიქტური გადაწყვეტილებისთვის. 
ჯგუშიამ ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებასაც უპასუხა. მისი თქმით, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში კობახიძემ იმაზე ისაუბრა, რომ თენგიზ ჯგუშია "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებას და "ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშვნას სთხოვდა. თენგიზ ჯგუშიამ ეს ფაქტი უარყო, თუმცა კობახიძესთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა. ჯგუშია აცხადებს, რომ მას არავისთვის უთხოვია ზუგდიდში კოალიცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი ყოფილიყო.
შეგახსენებთ, რომ თენგიზ ჯგუშია მერაბ ქვარაიასთან მომხდარი დაპირისპირების გამო რამდენიმე დღის წინ დააკავეს, გუშინ კი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016