reportiori.ge - ეს ომი იყო დიდი შეცდომა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:16
კონფლიქტები
ეს ომი იყო დიდი შეცდომა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო!
ავტორი:
14 აგვისტო, 2013. 01:49

აპარატი აფხაზეთის ომის დაწყების 21 წლისთავთან დაკავშირებით, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს.
"
დღეს ქართველები და აფხაზები ტრაგიკული მოვლენების მორიგ წლისთავს აღვნიშნავთ. 21 წლის წინ დაწყებული ომი უმძიმეს შედეგებს ამ დრომდე იმკის. ეს ომი იყო დიდი შეცდომა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტის თავიდან აცილება ახლად შექმნილმა სახელმწიფომ და ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო. საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს ორივე მხარემ განიცადა დიდი დანაკარგი და წარმოუდგენელი ადამიანური ტრაგედიები. ამასთან, ომმა გამოიწვია ასობით ათასი ადამიანის დევნილობა.
პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, დიდი მატერიალური და ფსიქოლოგიური ზიანი, რომელმაც ხანგრძლივი კვალი დატოვა ქართულ და აფხაზურ საზოგადოებაში. გვინდა, პატივი მივაგოთ ყველა დაღუპულის ხსოვნას, მივუსამძიმროთ ყველა ოჯახს, ქართველებსა და აფხაზებს.
პირველ ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უარი თქვა მასზე თავსმოხვეულ, აგრესიულ და მილიტარისტულ პოლიტიკაზე. საქართველო უკვე აღარაა ის სახელმწიფო, რომელიც იყო 21 წლის წინ. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მზადაა აფხაზებისა და ოსების ინტერესების დასაცავად და გულწრფელად დაინტერესებულია მათთან მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლების შექმნით. 2013 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც დაადასტურა ცალხრივი ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი ხელისუფლების კონფლიქტების მოწესრიგების მშვიდობიანი, კონსტრუქციული და პრაგმატული კურსისადმი ერთგულებას.
ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა მოვძებნოთ გამოსავალი და ვიზრუნოთ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის მშენებლობაზე, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია. დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით, გასულ საუკუნეში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები აღარასოდეს განმეორდება,"აღნიშნულია განცხადებაში. 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016