reportiori.ge - დღევანდელ დღეს აკაკი ხორავა დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 13:47
კულტურა
დღევანდელ დღეს აკაკი ხორავა დაიბადა
ავტორი:
17 აპრილი, 2014. 11:53



ქართველი მსახიობი და პედაგოგი, ქართული საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ყოფილი სსრკ-ის სახალხო არტისტი აკაკი ალექსის ძე ხორავა 1895 წლის 17 აპრილ სოფელ ოჩხომურ, ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტ დაიბადა. 

 

1915 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა კიევისა და თბილისის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტზე. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, მათ შორის თბილისის მუშათა ცენტრალურ კლუბსა და სახალხო სახლში. 1922 წელს შევიდა . ფაღავას თეატრალურ სტუდიაში. პროფეიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1923 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში (ხეცია, დადიანის გეგეჭკორი), სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა, 1935 წლიდან იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1949-1955 დირექტორი.

 

ხორავა რეალისტური თეატრალური ხელოვნების უდიდესი ოსტატია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მთელი საბჭოთა თეატრის განვითარების საქმეში. ხორავას ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს ოტე მარჯანიშვილმა და სანდრო ახმეტელმა. საუკეთესო როლები: იოქანაანი ( უალდის სალომე), ანდუყაფარი ( ერისთავის გაყრა), უსახელო ( ტოლერის კაცი-მასა), ლაერტი ( შექსპირის ჰამლეტი), ბერსენევი ( ლავრენიოვის რღვევა), ანზორი ( შანშიაშვილის ანზორი), არგიშდი ( დადიანის თეთნულდი), კარლ მოორი ( შილერის ყაჩაღები), პლატონ კრეჩეტი ( კორნეიჩუკის პლატონ კრეჩეტი ), არსენა ( შანშიაშვილის არსენა), პედრო ( მდივნის ალკაზარი), ოტელო ( შექსპირის ოტელო, ეს როლი საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლება), ივანე მრისხანე (სოლოვიოვის დიდი ხელმწიფე), ოიდიპოსი ( სოფოკლეს ოიდიპოს მეფე), სირანო ( როსტანის სირანო დე ბერჟერაკი), ტარიელი ( ქიაჩელის ტარიელ გოლუა), ბორის გოდუნოვი ( პუშკინის ბორის გოდუნოვი) და სხვა.

 

1924 წლიდან ხორავას კინოში იღებენ: გიორგი სააკაძე (გიორგი სააკაძ, 1942-1943), სკანდერბეგი (ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი, 1953), გიჟუა (რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!, 1965) და სხვა.

 

ხორავა ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, იყო მისი დირექტორი (1939-1949) და პედაგოგი 1939 წლიდან (1947 წლიდან პროფესორი); საქართველოს თეატრალური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1945), 1945-1947, 1957-1960 მისი თავმჯდომარე. სსრკ I-IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ხუთგზის სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941, 1943, 1946 - ორჯერ, 1951).

 

1972 წელს ხორავას სახელი მიენიჭა მსახიობის სახლს (თბილისი). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, 2 წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით. გარდაიცვალა 1972 წლის 23 ივნისს თბილისში.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016