რელიგია
სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს
17 აპრილი, 2014. 10:27
დიდი ხუთშაბათის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება, რომლის დროსაც პატრიარქი 12 მღვდელმსახურს ფეხს დაბანს.
სახარების მიხედვით დიდ ხუთშაბათს იესო ქრისტემ საკუთარი მოწაფეები იერუსალიმში ერთ სახლში შეკრიბა და მისი ბოლო ჟამის, ჯვარცმის შესახებ აუწყა.
სიმდაბლის ნიშნად კი, მათ ფეხი დაბანა და ზიარების საიდუმლო დააწესა.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 19:00 საათზე დაიწყება.
(მოამზადა ანა ნოდიამ)
12 თებერვალი, 2016. 16:16
03 თებერვალი, 2016. 01:20
01 თებერვალი, 2016. 10:35
19 იანვარი, 2016. 20:14
19 იანვარი, 2016. 15:09
19 იანვარი, 2016. 10:34
ილია მეორე: უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველს, ვერც მეძავნი, კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი...
07 იანვარი, 2016. 03:25
07 იანვარი, 2016. 01:11
07 იანვარი, 2016. 01:08
07 იანვარი, 2016. 01:07