reportiori.ge - ოთახის მცენარეები ზაფხულსა და ზამთარში (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:06
სხვადასხვა
ოთახის მცენარეები ზაფხულსა და ზამთარში (ფოტოკოლაჟი)
17 აპრილი, 2014. 14:19



XVIII საუკუნეში, როცა ოთახის ყვავილებმა ქალაქელების გულების მონადირება დაიწყო, მათ შორის ყველაზე პოპულარული პომიდორი იყო, რომელიც ორანჟერეებში გამოყავდათ პატარა, ყვითელი ყვავილების გამო. იმ დროს თავად პომიდვრის ნაყოფი შხამიანად მიიჩნეოდა. დრო იცვლება, მაგრამ ადამიანის სურვილი, სახლი სხვადასხვა მცენარით გაალამაზოს, უცვლელი რჩება.

მეყვავილეობის მოკლე ისტორია

ოთახის ყვავილების ისტორია ძველ ეგვიპტეში იწყებაფლორის სხვადასხვა წარმომადგენლები კარგად ჩანს გამოსახულებებზე, რომლებიც ფარაონთა ცხოვრებას ასახავს.

 

ევროპაში კი, სადაც ოთახის ყვავილები ძირითადად აფრიკიდან და აღმოასავლეთის ქვეყნებიდან ხვდებოდა, მათ გასაზრდელად სპეციალურად აშენებდნენ სათბურებსა და ორანჟერეებს. ზღვის გაღმიდან ჩამოტანილი ყვავილები სიამაყის საგანი და სიმდიდრის მაჩვენებელი იყო. მათ უვლიდნენ, ამყნობდნენ და ახალი ჯიშებიც გამოყავდათ.

ოთახის ყვავილების განსაკუთრებული სიყვარულით ჰოლანდიელები და გერმანელები გამოირჩეოდნენ. XIII საუკუნეში ჰოლანდიის მეფე ვილჰელმის კიოლნში ვიზიტის დროს ყველა შენობა, სადაც საზეიმო მიღებები იმართებოდა, აყვავებული ბუჩქებით იყო მორთული. მსგავსი სანახაობა ზამთარში იმდენად უჩვეულო იყო, რომ პირველი ზამთრის ბაღის შექმნელი ჯადოქრობაშიც კი დაადანაშაულეს .

XIX საუკუნეში მოდაში ე.წ. უორდის ყუთი (The wardian case) შემოდის. ეს იყო შუშის ჭურჭელი, რომელშიც ტემპერატურისა და ტენიანობის მუდმივად შენარჩუნება და შესაბამისად, ეგზოტიკური ყვავილების გახარება შეიძლებოდა.

ამ მოწყობილობამ სათავე დაუდო სახლის პირობებში ყვავილების მოვლის ნამდვილ ბუმსევროპაში შეიტანეს იშვიათი გვიმრა და სხვა მცენარეები, ასევე ორქიდეა, რომელიც მაშინ ძალიან ძვირი ღირდა.

მოდური ტენდენციები

ოთახის ყვავილები არა მხოლოდ რაფებს ალამაზებს, არამედ ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვანი ნაწილია და აქცენტის გაკეთების საშუალებას იძლევა, ხანდახან კი დიზაინი სწორედ მათ ირგვლივ კონცენტრირდება.

სახლის მეყვავილეობაში არსებობს გარკვეული მოდური ტრენდები. დღესდღეობით მოდურია დიდი ზომის ოთახის მცენარეები, მაგალითად, დრაცენა, ფიკუსი, სხვადასხვა ტიპის პალმა, მონსტერა.

ასევე მოდურ ტრენდებს შორისაა მცენარე ბოთლის მსგავსი ღეროთინოლინა. ეს ორიგინალური მცენარე საერთოდ არაა ჭირვეული და მისი მოვლა ძალიან იოლია.

კიდევ ერთი ტენდენცია როგორც მეყვავილეობაში, ისე ზოგადად ინტერიერის დიზაინშიაღმოსავლური მოტივებია. ამიტომ კვლავ აქტუალურია ბამბუკიროგორც ოთახის მცენარე, ისე ზოგადად ბამბუკისგან დამზადებული ნივთები.

ყვავილების მაღაზიებში ხშირად შეიძლება შეგხვდეთ სპეციალურ გელში მოთავსებული მცენარე, რომელიც ბამბუკის ყლორტები გეგონებათ. ნამდვილი ბამბუკის გაზრდა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ამიტომაც გავრცელდა მისი ხელოვნური ანალოგიპოგონატერუმი, რომელიც ხშირ ბამბუკის ნარგავებს წააგავს, მხოლოდ მინიატურულია.

დიდი ალბათობაა მალე მოდაში შემოვიდეს ე.წ. სტაბილიზებული მცენარეები, რომლებიც გლიცერინის ბაზაზე დამზადებული ნაერთითაა დამუშავებული.

ასეთი ზემოქმედების შედეგად მცენარე სინორჩეს დიდი ხნით ინარჩუნებს ისე, რომ არც მორწყვა ჭირდება და არც არანაირი მოვლა. ასეთი მცენარეები, ალბათ, დიდხანს მოაწონებს პატრონს თავს თავისი სილამაზით, მაგრამ ამასთან წაართმევს მთავარსგაზრდის და შედეგად, საკუთარი შრომის ნაყოფით სიამაყის შესაძლებლობას.

 

დაათვალიერეთ: ოთახის ულამაზესი მცენარეებისა და ზამთრის ბაღების ფოტოები. 



 



თამარ ნადარეიშვილი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016