reportiori.ge - დედამ შვილის მკვლელი ბოლო მომენტში შეიწყალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:17
მსოფლიო
დედამ შვილის მკვლელი ბოლო მომენტში შეიწყალა
17 აპრილი, 2014. 16:58


ირანის ხელისუფლებამ სულ ბოლო წუთში შეწყვიტა სიკვდილით დასჯის აღსრულება, მაშინ როცა დაზარალებულმა დედამ შვილის მკვლელის შეწყალების საჯარო ცერემონია ჩაატარა.


იმ მომენტში, როდესაც მკვლელს ყულფი ჩამოაცვეს, მოკლულის დედა მიუახლოვდა მას, სილა გააწნა და შვილის მკვლელობა აპატია. შეწყალების ამ აქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია ირანულ სოციალურ ქსელებში.


ირანის ისლამური კანონი, მიუხედავად სიმკაცრისა, უშვებს  დაზარალებულის ოჯახის წევრების მიერ მკვლელის შეწყალებას. ირანის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით, 2013 წელს სიკვდილით დაისაჯა 369 კაცი. თითქმის ყველა მათგანი ჩამოახრჩვეს.


თუმცა „ამნესტის" ინფორმაციით სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა 700 აღწევს. „ამნესტ ინტერნეიშენალის" მიმომხილველი ბაჰარეჰ დევისი აცხადებს, რომ მისასალმებელია მოკლულის ოჯახმა ასეთი ჰუმანური აქტი რომ ჩაიდინა, თუმცა ამავე დროს აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ირანი კვლავ აგრძელებს არა მარტო სიკვდილით დასჯას, არამედ ახდენს დასჯის სახალხოდ დემონსტრირებას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016