პოლიტიკა
შტეფან ფულე დაკავებულ ვანო მერაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა
16 ივლისი, 2013. 20:47
პარასკევს, 12 ივლისს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ, შტეფან ფულესა და საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ, ვანო მერაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაცია ვრცელდება მერაბიშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. წყაროს ცნობით, შტეფან ფულესა და დაკავებულს შორის საუბარი სხვა საკითხების გარდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საცხოვრებელ პირობებს შეეხო. ფულე მერაბიშვილის პირობებით დაინტერესდა. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ 11 ივლისს, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, იაცეკ პროტასევიჩმა სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში მყოფი ვანო მერაბიშვილი მოინახულა. იგი ყოფილი მინისტრის მდგომარეობით დაინტერესდა.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27