reportiori.ge - ვინ არის სალი-სალომკა - გოგონა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს შუა თითი უჩვენა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:27
პრეს-დაიჯესტი
ვინ არის სალი-სალომკა - გოგონა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს შუა თითი უჩვენა
ავტორი:
17 აპრილი, 2014. 16:51


სალი მახარაშვილი "ნაციონალური მოძრაობის'' აქტიური მხარდამჭერია და სოციალურ ქსელში მისი სტატუსები ახალი მთავრობის მისამართით ყოველთვის რადიკალურობით გამოირჩევა. სალი ახალგაზრდული გაერთიანება "თავისუფალი ზონის'' წევრია და "ქართული ოცნების'' წინააღმდეგ გამართულ აქციებში ყოველთვის მონაწილეობს. 



13 აპრილს კოალიციამ "ეროვნული პლატფორმა" ევროპის მოედანზე აქცია-კონცერტი - "მე ვირჩევ ევროპას" გამართა. სადაც არაერთი ცნობილმა მუსიკოსი და ბენდი მონაწილეობდა. აქცია-კონცერტს მთავრობის და ოპოზიციის ლიდერებიც დაესწრნენ. ერთ-ერთი გამომსვლელი კი ქვეყნის პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც გახლდათ, რომლის სიტყვით გამოსვლისას ტელეკამერებმა ხალხში მის მიმართ ნაჩვენები უხამსი ჟესტი დააფიქსირეს.


კადრზე მხოლოდ ხელი ჩანდა, მის უკან კი პოლიტიკოსი გიგა ბოკერია იდგა. სალი მეგობრებმა და თანამოაზრეებმა სამაჯურით იცნეს, მოგვიანებით კი მახარაშვილმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნე:



"შუა თითი დავანახე მე მარგველაშვილს და ამას კიდე გავაკეთებ თუ იქ მოვა სადაც მე და ჩემი ღირსეული ხალხი ვიდგებით. ჩვენს გვერდით უღირსების ადგილი არ იქნება არასდროს. ეს იმიტომ არ გავაკეთე რომ ტელევიზიებს გაეშუქებინა იმიტომ გავაკეთე, რომ გული მერევა მინდა ვიყო პრეზიდენტზე. 



ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი არ არის და არც არასდროს ვაღიარებთ ამას, ჩვენ უმრავლესობა... ვისაც არ მოგეწონათ ცივი წყალი დალიეთ... გაუმარჯოს ერთადერთ და ძლიერ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს'' - წერს სალომე




(ჟურნალი „რეიტინგი")


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016