მხატვრებს სხვა პროფესიის ადამიანებისგან განსხვავებული ტვინის სტრუქტურა აქვთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების ტვინის ნერვული სისტემა გააქტიურებულია იმ ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია ნატიფ მოძრაობათა რეგულაციასა და ვიზუალურ აღქმაზე.
კვლევები, რომელიც NeuroImage-ში გამოქვეყნდა ცხადჰყოფს, რომ ხატვის ნიჭი, შესაძლოა, იყოს თანდაყოლილი. თუმცა, როგორც მკვლევარები აცხადებენ, ვარჯიში და გარემო ასევე გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ ნიჭის განვითარებაში. ისევე როგორც ბევრ მეცნიერებაში, ზუსტი ურთიერთკავშირი ბუნებრივსა და გარემო ფაქტორებს შორის კვლავ უცნობია.
"იმ ადამიანებს, ვინც კარგად ხატავენ, მართლაც განვითარებული აქვთ ტვინის ის არე, რომელიც პასუხისმგებელია კოორდინაციაზე, რასაც ჩვენ პროცედურულ მეხსიერებას ვეძახით“, - განმარტავს კვლევების ერთერთი ავტორი რებეკა ჩემბერლენი.
მეცნიერებმა შეისწავლეს 21 მხატვარი სტუდენტის ტვინი და ის სხვა პროფესიის 23 ადამიანის ტვინს შეადარეს. დეტალურმა სკანირებამ აჩვენა, რომ მხატვრებს გაცილებით მეტი რუხი ნივთიერება აქვთ ტვინის იმ არეში, რომელსაც precuneus ჰქვია და მდებარეობს შუა ტვინში.
„ეს რეგიონი აერთიანებს ფუნქციების სპექტრს, განსაკუთრებით რაც დაკავშირებულია შემოქმედებასთან, მაგალითად როგორიცაა ვიზუალური აღქმა, რომელსაც შეუძლია ტვინში ვიზუალური გამოსახულებების მანიპულაცია მოახდინოს, დააკავშიროს ისინი ერთმანეთთან და ასევე დაშალოს“, - აცხადებს ჩემბერლენი.
თუმცა, მეცნიერებს არ აქვთ პასუხი, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს აღნიშნული ნივთიერებების ზრდა ტვინის ამ ნაწილში.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)
წყარო: BBC