reportiori.ge - მხატვრებს ტვინის განსხვავებული სტრუქტურა აქვთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:49
სხვადასხვა
მხატვრებს ტვინის განსხვავებული სტრუქტურა აქვთ
ავტორი:
17 აპრილი, 2014. 22:48



მხატვრებს სხვა პროფესიის ადამიანებისგან განსხვავებული ტვინის სტრუქტურა აქვთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების ტვინის ნერვული სისტემა გააქტიურებულია იმ ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია ნატიფ მოძრაობათა რეგულაციასა და ვიზუალურ აღქმაზე.

 

კვლევები, რომელიც NeuroImage-ში გამოქვეყნდა ცხადჰყოფს, რომ ხატვის ნიჭი, შესაძლოა, იყოს თანდაყოლილი. თუმცა, როგორც მკვლევარები აცხადებენ, ვარჯიში და გარემო ასევე გადამწყვეტ როლს თამაშობს ნიჭის განვითარებაში. ისევე როგორც ბევრ მეცნიერებაში, ზუსტი ურთიერთკავშირი ბუნებრივსა და გარემო ფაქტორებს შორის კვლავ უცნობია.

 

"იმ ადამიანებს, ვინც კარგად ხატავენ, მართლაც განვითარებული აქვთ ტვინის ის არე, რომელიც პასუხისმგებელია კოორდინაციაზე, რასაც ჩვენ პროცედურულ მეხსიერებას ვეძახით“, - განმარტავს კვლევების ერთერთი ავტორი რებეკა ჩემბერლენი.

 

მეცნიერებმა შეისწავლეს 21 მხატვარი სტუდენტის ტვინი და ის სხვა პროფესიის 23 ადამიანის ტვინს შეადარეს. დეტალურმა სკანირებამ აჩვენა, რომ მხატვრებს გაცილებით მეტი რუხი ნივთიერება აქვთ ტვინის იმ არეში, რომელსაც  precuneus ქვია და მდებარეობს შუა ტვინში.

 

ეს რეგიონი აერთიანებს ფუნქციების სპექტრს, განსაკუთრებით რაც დაკავშირებულია შემოქმედებასთან, მაგალითად როგორიცაა ვიზუალური აღქმა, რომელსაც შეუძლია ტვინში ვიზუალური გამოსახულებების მანიპულაცია მოახდინოს, დააკავშიროს ისინი ერთმანეთთან და ასევე დაშალოს“, - აცხადებს ჩემბერლენი.

 

თუმცა, მეცნიერებს არ აქვთ პასუხი, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს აღნიშნული ნივთიერებების ზრდა ტვინის ამ ნაწილში.

(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)

 

წყარო: BBC


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016