ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ მიმდინარე წლის მარტში კვლევა ჩაატარა, რომელმაც კომპანიებისა და საზოგადოების მხრიდან 10 ყველაზე მოთხოვნადი პროფესია/პოზიცია გამოავლინა.
კვლევის შედეგად გამოვლენილი კომპანიების მხრიდან 10 ყველაზე მოთხოვნად პროფესიაში/პოზიციაზე
პირველ ადგილს იკავებს - მენეჯერი, რომელიც ბოლო ორი თვეა ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს;
შემდეგ ადგილზეა კონსულტანტი, რომელიც თებერვლის თვეშიც მეორე ადგილზე იყო;
მესამე ადგილზეა მოლარე (თებერვალშიც მესამე ადგილი);
შემდეგ ადგილს იკავებს მიმტანი (თებერვალში მეშვიდე ადგილი);
მეხუთე ადგილზეა ადმინისტრატორი (თებერვალში მერვე ადგილი);
შემდეგ მოსდევს გამყიდველი (თებერვლის თვეში მეათე ადგილი);
მეშვიდე ადგილს იკავებს დამლაგებელი (თებერვალში არ იყო მოთხოვნად პროფესიებში);
მერვე ადგილზე მოდის დისტრიბუტორი (თებერვალში მეოთხე ადგილი);
შემდეგ ადგილს იკავებს პრისელერი (თებერვალში მეცხრე ადგილი);
ბოლო ადგილზეა გაყიდვების აგენტი (თებერვლის თვეში მოთხოვნად პროფესიებში არ იყო).
საზოგადოების მხრიდან 10 ყველაზე მოთხოვნადი პროფესია/პოზიცია:
პირველ ადგილს იკავებს - ბუღალტერი (თებერვლის თვეში პირველი ადგილი);
მეორე ადგილზეა მზარეული (თებერვლის თვეში მეოთხე ადგილი);
შემდეგ ადგილს ინაწილებენ მძღოლი და ძიძა (მძღოლი - მეცხრე ადგილი, ძიძა არ იყო მოთხოვნად პროფესიებში);
მეოთხე ადგილზეა კონსულტანტი (თებერვალში მეექვსე ადგილი);
მეხუთე ადგილს იკავებს დამლაგებელი (თებერვალში მეორე ადგილი);
მეექვსე ადგილზეა მიმტანი (თებერვალში მესამე ადგილი);
შემდეგ მოდის ოჯახის დამხმარე (თებერვალში არ იყო მოთხოვნად პოზიციაზე);
მერვე ადგილზეა მცხობელი (თებერვალში მეშვიდე ადგილი);
მეცხრე ადგილს იკავებს მუშა (თებერვალში არ იყო მოთხოვნად პროფესიებში);
ხოლო ბოლო ადგილს იკავებს ოფისმენეჯერი (თებერვალში არ იყო მოთხოვნად პოზიციაზე).
კვლევის ფარგლებში, ინფორმაცია მოძიებული იქნა ვებგვერდებიდან, რომლებზეც დასაქმების შესახებ განცხადებებია გამოქვეყნებული.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)
წყარო:BPI