სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და მისი პირველი მოადგილე ოთარ დანელია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრებიან. ისინი კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან ერთად მოსახლეობას მარცვლეული კულტურის მავნებლის - „ბუგრის“ წინააღმდეგ ღონისძიებების გატარების მიზნით პესტიციდს გადაცემენ და წამლობის პროცესს დაესწრებიან.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს მოსახლეობაში გასავრცელებლად 3500 ლიტრამდე ფართო მოხმარების ინსექტიციდი „ალპაკი 100 ეკ“ გადაეცემა, რომლითაც 23000 ჰა-ს დამუშავება იგეგმება.
„ბუგრი“ მარცვლეული კულტურის მავლებელია. მისი ინტენსიური გავრცელება საგრძნობლად აზარალებს ხორბლის ნათესებს. ამ ეტაპისათვის დედოფლისწყაროს ხორბლის ნათესების 70%-ს დაზიანება ემუქრება.
„სახელმწიფოს მხრიდან დროული რეაგირება მყისიერი შეტყობინების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მოსალოდნელი ზარალი“, - აცხადებს შალვა ფიფია.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ჩართულობა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია. გაზაფხულზე ჩატარებული მექანიკური ღონისძიებები საგრძნობლად ამცირებს მავნებლის რაოდენობას.