reportiori.ge - დღევანდელ დღეს ელენე ახვლედიანი დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 10:18
კულტურა
დღევანდელ დღეს ელენე ახვლედიანი დაიბადა
ავტორი:
18 აპრილი, 2014. 12:55



ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ელენე დიმიტრის ასული ახვლედიანი 1901 წლის 18 აპრილს თელავ დაიბადა.  

 

1922 წელს სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იყო იგო გაბაშვილის მოწაფე. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, კოლაროსის აკადემიაში (1922-1927). 1927 წელს დაბრუნდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება - ზოგჯერ ხალისინი და სადღესასწაულო, ზოგჯერ - სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც.

 

განსაკუთრებული სიყვარულით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: ძველი თბილისი(1924, კერძო კუთვნილება, თბილისი), კახეთი-ზამთარი (1924, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), ძველი თბილისი (1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), პარიზის ერთ-ერთი კუთხე (1926, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), თელავი (1927, კერძო კუთვნილება, თბილისი), ალაზნის ველი (1954), იმერეთი (1956, ორივე საქართველოს სურათების გლერეა, თბილისი), შემოდგომა (1959, კერძო კუთვნილება, თბილისი) და სხვა.

 

ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა 1928-იდან დაიწყო ოტე მარჯანიშვილის თეატრში (ქუთაისი) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.

 

აღსანიშნავია . ფალიაშვილის აბესალომ და ეთერი (1942-1943, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი), . ანტონოვის მზის დაბნელება საქართველოში (1932-1933, . მარჯანიშვილის თეატრი), . პუჩინის ბოჰემა (1944-1945, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის საოპერო სტუდია), . ვერდის ბალ-მასკარადი (1955-1956, კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი) და სხვა. ახვლედიანი ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც. მას ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას მოთხრობებისა და პოემების, მარკ ტვენის ტომ სოიერის თავგადასავალი, . ლონგფელოს ჰაიავათას სიმღერის, . ჰიუგოს რომანის კაცი, რომელიც იცინის, . კასრაძის ზღაპრის ქალ-პეპელას ილუსტრაციები. მის სახელს ატარებს თბილისის ბავშვთა სურათების გალერეა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

 

ახვლედიანი თბილისში 1975 წლის 30 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016