reportiori.ge - 3 კრეატიული იდეა სააღდგომო კვერცხის შესაღებად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:50
სხვადასხვა
3 კრეატიული იდეა სააღდგომო კვერცხის შესაღებად
ავტორი:
18 აპრილი, 2014. 15:01



 

 

 

გთავაზობთ 3 კრეატიულ იდეას სააღდგომო კვერცხის გასალამაზებლად. 


1. ბისერებიანი კვერცხი


მასალა: 

კვერცხი

წებო

ბისერები

კოვზი 

თასი


კვერცხი მოხარშე, გაციების შემდეგ წაუსვი ქაღალდის წებო ისე, რომ მთლიანად წებოთი დაიფაროს. მოათავსე ბისერებით სავსე თასში და კოვზის საშუალებით ამოავლე ისე, რომ მთელი ზედაპირი დაიფაროს. კოვზის დახმარებით მოათავსე მშრალ ადგილზე, რომ წებომ გაშრობა მოახერხოს. ბისერის ფერები შენი გემოვნებით შეგიძლია შეარჩიო.






2. მოჩუქურთმებული კვერცხი


მასალა: 

ფარდის ნაჭერი

კვერცხი

ძაფი

მაკრატელი

ფერადი საღებავი

კვერცხი შეახვიე ფარდის ნაჭერში ისე, როგორც ფოტოებზეა ნაჩვენები და ამ ფორმით მოხარშე ფერად საღებავში. საღებავის ფერები და ფარდის ნაჭრების მრავალფეროვნება უკეთეს ეფექტს მოგცემს. მოხარშვის შემდეგ მაკრატლის საშუალებით ფრთხილად შემოაჭერი ქსოვილი.





3. ფერადი ძაფები



მასალა:

კვერცხი

ფერადი ძაფები

წებო

მოხარშული კვერცხი დაფარე წებოთი და მჭიდროდ შემოახვიე ფერადი ძაფები. აქაც ფერების მრავალფეროვნება თავად შეგიძლია აირჩიო.





(წყარო pink.ge)

 

 


(მოამზადა ანა ნოდიამ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016