reportiori.ge - სამების ტაძარში გარდამოხსნის წესის შესრულება დასრულდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:53
რელიგია
სამების ტაძარში გარდამოხსნის წესის შესრულება დასრულდა
18 აპრილი, 2014. 16:31



ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნა დააბრძანეს. გარდამოხსნა საკურთხევლიდან სასულიერო პირებმა მსვლელობით გამოაბრძანეს. გარდამოხსნა თავზე ჰქონდა გადაფარებული პატრიარქს.

სასულიერო პირებმა ტაძარში ერთხელ გააკეთეს წრე და შემდეგ გარდამოხსნა სპეციალურად მომზადებულ სადგამზე დააბრძანეს. გარდამოხსნის ტაძრიდან გამობრძანებამდე ტაძარში წაიკითხეს სპეციალური ლოცვები, ასევე წმინდა სახარებიდან ადგილი, რომელიც უფლის ჯვარცმას და უფლის ჯვარზე გაკვრას ასახავდა.

გარდამოხსნის დაბრძანების შემდეგ, სასულიერო პირებმა მეტანია შეასრულეს. მსახურების დასასრულს წაიკითხეს ღვთისმშობლის დატირება და იესოს ლოცვა "ნუ მტირ მე დედაო", ასევე შესრულდა დავით გურამიშვილის ლექსზე შექმნილი იესოს საგალობელი.

 

გარდამოხსნა, ტაძრის შუაგულში, სამი დღის განმავლობაში დარჩება როგორც სიმბოლო. მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016