მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ იხდიან მამაკაცები სექსში ფულს. მათი თქმით, მამაკაცები მეძავების მომსახურებით ურთიერთაგაგების დეფიციტის გამო სარგებლობენ. კლიენტების თქმით, მეძავების სამუშაო „ბინძური“ არ არის.
„THE SIDNEY MORNING HERALD წერს,რომ ექვსასამდე გამოკითხულიდან, უმრავლესობამ განაცხადა, რომ ფულს არა სექსში, არამედ "მხარდაჭერაში" იხდის, რომელსაც მეძავი მის მიმართ იჩენს.
კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა საშუალო ასაკის, განათლებულმა და ფინანსურად უზრუნველყოფილმა მამაკაცებმა მიიღეს განაცხადეს, რომ მეძავში ისინი „იდეალურ პარტნიორს“ ხედავენ, რომელიც მათ მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს, ასევე მათ პრობლემას სერიოზულად უდგება.
გამოკითხულთა 83% თავს მეძავებზე დამოკიდებულად მიიჩნევს.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ყველა შემთხვევაში, სექსს უკავშირდება. მათი აზრით, "იდეალური პარტნიორის" ცნება ამ შემთხვევაში შემდეგს ნიშნავს: "ჩუმადაა, მისმენს, აკეთებს რასაც ვეტყვი, მემორჩილება და არაფერს ითხოვს".
ამერიკელი სოციოლოგებიც თითქმის იგივე დასკვნამდე მივიდნენ. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, სექსოლოგმა კრისტინა მილროუდმა 2500 მამაკაცის გამოხმაურების შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ მუდმივი კლიენტები მეძავებზე არიან დამოკიდებული.
"ჩვენმა კვლევამ დაადგინა, რომ მუდმივ კლიენტებს ერთგვარი გრძნობა უჩნდებათ გოგონების მიმართ, რაც მართლაც შეიძლება სიყვარულად იქცეს", - განაცხადა პროფესორმა.
THE SIDNEY MORNING HERALD -ზე დაყრდნობით
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)