reportiori.ge - მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:53
რელიგია
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
19 აპრილი, 2014. 15:17



იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15:17 საათზე გადმოვიდა. სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. წმინდა ცეცხლი იერუსალიმის მართლმადიდებელთა პატრიარქმა თეოფილოს III- მ გამოიტანა. ათასობით მორწმუნე ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს. 


ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობისა. საფლავთან შეკრებილი მრევლი წმინდა ცეცხლი გარდამოსვლას დღეს დილიდან ელოდებოდ.

 

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლას საქართველოს საპატრიარქოდან 1280 მომლოცველი დაესწრო. წმინდა ცეცხლს საქართველოში ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ჩამოიტანს. მომლოცველები წმინდა ცეცხლს თბილისში ჩარტერული რეისით სავარაუდოდ, 19 აპრილს, 23:00 საათისთვის ჩამოიტანენ.

 

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

 

 

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016