გერმანული დიეტის მეშვეობით შვიდ კვირაში წონის თვრამეტ კილოგრამით დაკლებაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ დიეტის დროს წყლის დიდი რაოდენობით მიღება დასაშვებია, ხოლო ნებისმიერი ალკოჰოლური სასმლის მიღება დაუშვებელი.
1-ლი კვირა
ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი (არაფერი წყლის გარდა) – 5 ლიტრამდე. პირველი კვირის დანარჩენი დღეები – თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.
მე-2 კვირა
ორშაბათს მხოლოდ წყალი დალიეთ, სამშბათს – ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი (მეტი არაფერი). მეორე კვირის დანარჩენ დღეებში – თქვენთვის ჩვეულებრივი კვების რეჟიმი.
მე-3 კვირა
ორშაბათს მხოლოდ წყალი დალიეთ. სამშბათს – ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი. ოთხშაბათს – 2 კილოგრამამდე ვაშლი (და მეტი არაფერი). მესამე კვირის დანარჩენ დღეებში – თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.
მე-4 კვირა
ორშაბათს მხოლოდ წყალი დალიეთ. სამშბათს – ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი. ოთხშაბათს – 2 კილოგრამამდე ტკბილი ან მჟავე ვაშლი. ხუთშაბათს შეიძლება დალიოთ მხოლოდ ახალგამოწურული ნებისმიერი (ბანანის გარდა) ხილის ან ბოსტნეულის წვენი. მეოთხე კვირის დანარჩენ დღეებში – თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.
მე-5 კვირა
ორშაბათს მხოლოდ წყალი დალიეთ. სამშბათს – ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი. ოთხშაბათს – 2 კილოგრამამდე ტკბილი ან მჟავე ვაშლი. ხუთშაბათს შეიძლება დალიოთ მხოლოდ ახალგამოწურული ნებისმიერი (ბანანის გარდა) ხილის ან ბოსტნეულის წვენი. პარასკევს მიიღეთ მხოლოდ 1% -იანი უცხიმო კეფირი. შაბათ-კვირას თქვენთის ჩვეული კვების რეჟიმი.
მე-6 კვირა
ორშაბათს მხოლოდ წყალი დალიეთ. სამშბათს – ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი. ოთხშაბათს – 2 კილოგრამამდე ტკბილი ან მჟავე ვაშლი.
ხუთშაბათს შეიძლება დალიოთ მხოლოდ ახალგამოწურული ნებისმიერი (ბანანის გარდა) ხილის ან ბოსტნეულის წვენი. პარასკევს მიიღეთ მხოლოდ 1% -იანი უცხიმო კეფირი. შაბათს – ერთ კილოგრამამდე ორთქლზე დამზადებული ანანასი ან ყაბაყი (არაკონსერვირებული). კვირას – თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.
მე-7 კვირა
ორშაბათს მხოლოდ წყალი დალიეთ. სამშბათს – ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი. ოთხშაბათს – 2 კილოგრამამდე ტკბილი ან მჟავე ვაშლი. ხუთშაბათს შეიძლება დალიოთ მხოლოდ ახალგამოწურული ნებისმიერი (ბანანის გარდა) ხილის ან ბოსტნეულის წვენი. პარასკევს მიიღეთ მხოლოდ 1% -იანი უცხიმო კეფირი. შაბათს – ერთ კილოგრამამდე ორთქლზე დამზადებული ანანასი ან ყაბაყი (არაკონსერვირებული). კვირას – დალიეთ მხოლოდ წყალი, 5 ლიტრამდე.
ღირსებები:
გერმანული დიეტის პლიუსი ის არის, რომ წონაში ეფექტურად იკლებთ. დიეტის შემდეგ წონას არ იმატებთდა მიღწეულ შედეგს დიდხანს შეინარჩუნებთ.
ნაკლოვანებები:
დიეტის მინუსი მისი ხანგრძლივობაა. მაგალითად, მივლინების ან შვებულების დროს მისი დაცვა რთულია. დიეტა საკმაოდ მკაცრია, რის გამოც ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)