reportiori.ge - ესპანელი მძლეოსანი: ღირსება ოქროს მედალზე ძვირფასია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 16:22
სპორტი
ესპანელი მძლეოსანი: ღირსება ოქროს მედალზე ძვირფასია!
ავტორი:
19 აპრილი, 2014. 20:56



ნავარაში შარშან მძლეოსნობაში მნიშვნელოვანი შეჯიბრება მიმდინარეობდა. მასში მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენები მონაწილეობდნენ,   მათ შორის კენიელი აბელ მუტაი, ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი სამას მეტრზე სირბილში დაბრკოლებებით.

 

 

თავის საყვარელ დისტანციაზე მუტაი  ნავარაშიც დამაჯერებლად ლიდერობდა, მაგრამ დისტანციის დასრულებამდე დაახლოებით ათი  მეტრით ადრე კენიელი მორბენალი შეჩერდა, რადგან შეცდომით ჩათვალა, რომ ფინიშის ხაზი უკვე გადაკვეთა. იდგა მუტაი  და  მადლიერების ნიშნად ტაშის დაკვრით პასუხობდა ესპანელ მაყურებელთა, როგორც მას ეგონა -მილოცვებს,   სინამდვილეში კი მისთვის გაუგებარ კარნახს იმის შესახებ, რომ მას ფინიშის ხაზი ჯერ არ გადაუკვეთავს.

 

 

მორბენალს, რომელიც კვალში მისდევდა კენიელს - ესპანელ მძლეოსან ივან ფერნანდეს ანაიას იოლად შეეძლო გადაესწრო მისთვის და პირველი ადგილით დაემთავრებინა რბენა, მაგრამ ამის ნაცვლად მან კენიელს ზურგში უბიძგა და ანიშნა, თუ სად იყო ფინიშის ხაზი. ესპანელმა უარი თქვა პირველობაზე და კენიელი ფინიშთან გამარჯვებით მიიყვანა.

 

შეჯიბრების დასრულების შემდეგ ანაიას მისი ქცევის მოტივების შესახებ ჰკითხეს.24 წლის ვიტორიელმა ესპანეთის ჩემპიონმა კი ასე უპასუხა.

 

 

”მე ძალიან მინდოდა მოგება. მაგრამ მე არ დამიმსახურებია გამარჯვება.  ის დიდი სხვაობით მიგებდა და მე ვერ დავეწეოდი, მას რომ არ შეშლოდა. ჩემთვის ღირსება ოქროს მედალზე ძვირფასია. ჩვენ ხომ ვხედავთ რა ხდება ფეხბურთში, საზოგადოებაში, პოლიტიკაში...ადამიანები ხშირად ირჩევენ  არასწორ ზნეობრივ მოდელებს. მე მოხარული ვარ, რომ პატიოსანი საქციელი ჩავიდინე”,- განაცხადა ანაიამ.





 

news.ge-ზე დაყრდნობით

(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016