reportiori.ge - ბაშკირეთში 17 წლის ბიჭმა თაღლითობით 8 მილიონი იშოვნა და გაიქცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:21
სხვადასხვა
ბაშკირეთში 17 წლის ბიჭმა თაღლითობით 8 მილიონი იშოვნა და გაიქცა
ავტორი:
19 აპრილი, 2014. 21:48



ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ზემოაღნიშნული  თანხა საკუთარი გერგილიანობით და რაფინირებული აფიორით თვალთმაქცმა ახალგაზრდამ  სულ სამ თვეში  იშოვა. 17 წლის ანდრეი სრულიად ბანალური მეთოდით შოულობდა ფულს: იგი განცხადებას აქვეყნებდა გასაყიდი მანქანის  შესახებ, დებდა შეთანხმებებს, წინასწარ  ართმევდა ”ბე”-ს და...მორჩა.

 

 

 

ანდრეი ამას მარტივად როდი სჩადიოდა. მას ასი კვადრატული მეტრის ფართობი ჰქონდა დაქირავებული ბაშკირეთის დედაქალაქის  ბიზნეს-ცენტრში, ძვირფასი ტყავის ავეჯით, ჰყავდა სიმპათიური მენეჯერები.

 

 

”ფირმა” კლიენტებს ვერ აუდიოდა.  ქალაქში რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოდიოდნენ.

 

ანდრეი თავს ამ ფირმის დირექტორის მოადგილედ ასაღებდა. მყიდველებს უყვებოდა  იგავურ ისტორიას: დედა და მამა ჰყავს აშშ-ში -  ბანკის დამაარსებლები; ეს ბანკი ჰყიდის კრედიტულ მანქანებს, რომელთა საფასურიც  ვერ გადაიხადეს  გაღარიბებულმა ამერიკელებმა.

 

 

ნახმარ “mazda”-ს მყიდველებს სთავაზობდნენ სულ 350 ათას რუბლად, ხოლო,  რამდენიმე წლის წინ გამოშვებულ “lexus”-ს 900 ათასად. ნებისმიერ ადგილას რუსეთში ეს მანქანები მყიდველს ორჯერ უფრო ძვირი დაუჯდებოდა.

 

კლიენტებს სჯეროდათ. ან, როგორ არ უნდა დაეჯერებინათ? ფირმის თანამშრომლები მათ ხვდებოდნენ თვითმფრინავის ტრაპთან ან მატარებლის სადგურის ბაქანზე, ჩასვამდნენ “toyota camry”-ში და შესანიშნავად მოწყობილ ოფისში მიჰყავდათ. თვით ”დირექტორის მოადგილეს” ჰყავდა გაკრიალებული  ”Porsche cayenne”.

 

 

ფირმა წინასწარ ”ბე”-ს სახით  40%-ს ითხოვდა, ხოლო დანარჩენი თანხა ავტომობილის მიღების შემდეგ უნდა გადაეხადათ. კლიენტებს ქვითარსაც კი უწერდნენ. ხელს ხელს დაჰკრავდნენ და მყიდველი მიდიოდა სახლში და ელოდა.

 

 

სამი თვის განმავლობაში,  ვიდრე ეს ”ფირმა” არსებობდა, ანდრეი და მისი ”თანამშრომლები” 38 კლიენტს მოემსახურნენ და პირადად ყმაწვილმა 8 მილიონზე მეტი რუბლი ჩაიჯიბა. ოფიციალურად  მის გარდა კიდევ ერთი ”დირექტორის მოადგილე” იღვწოდა 40 ათასად, ამდენივეს იღებდა ”ტოიოტას” მძღოლი, რომლითაც მოჰყავდათ კლიენტები და  გოგონა-მენეჯერი სვეტლანა.

 

 

”ფირმის” დანარჩენ თანამშრომელ-მენეჯერებს  ამ დროის მანძილზე უხდიდნენ 8 ათას რუბლს და მათ ეჭვადაც არ ჰქონიათ, რომ ვიღაცა ვიღაცას ატყუებდა.

 

 

როდესაც  კრიტიკული სიტუაცია წარმოიშვა, ანდრეიმ მოჰკიდა ხელითავის 8 მილიონს, მოხვია ხელი თავის ათი წლით უფროს  შეყვარებულს  და მოუსვა. ახლა მას ეძებენ...

 



news.ge-ზე დაყრდნობით

 

(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016