პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მაცხოვრის წმინდა აღდგომას ულოცავს.
“აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანს ვულოცავ ამ დღესასწაულს, როცა მაცხოვარი აღდგა მკვდრეთით და სიკვდილით სიკვდილი დაამარცხა. ვუსურვებ ყველა მოქალაქეს ჯანმრთლეობას, ულევ სიხარულსა და ბედნიერ მომავალს.
ჩემი ოჯახისთვის ეს დღე გამორჩეულია და ამიტომ სააღდომო სამზადისი მეტად იგრძნობა, ვიდრე სხვა დღესასწაულზე. ჯეჯილს, რომელიც ჩემთვის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს, 3-4 კვირით ადრე ვთესავ. ქრისტეს ჯვარცმის დღეს, რომელიც თითოეული ქრისტიანისთვის მძიმეა, შვილებთან ერთად ვღებავ კვერცხებს, რომლებსაც შემდეგ ჯვრებით და ლამაზი ორნამენტებით ვაფორმებთ. ორშაბათს კი, ტრადიციულად, ახლობლების და ნათესავების საფლავებზე მიგვაქვს. “ - ამბობს მიმი გაბრიჩიძე „რეპორტიორთან“.