reportiori.ge - რისთვის შეხვდა გიგა ბოკერია „ლიბერთი ბანკის“ შეფს „შერატონში“?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:00
პრეს-დაიჯესტი
რისთვის შეხვდა გიგა ბოკერია „ლიბერთი ბანკის“ შეფს „შერატონში“?
ავტორი:
19 აპრილი, 2014. 03:19



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „საქართველოს ბანკის“ ყოფილი შეფი, ამჟამად „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელი, ლადო გურგენიძე რამდენიმე დღის წინ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგს, გიგა ბოკერიას საიდუმლოდ შეხვდა და როგორც წყარო ამბობს, მიხეილ სააკაშვილის პნარტიას ფინანსურად დაეხმარება. პრინციპში, ლადო გურგენიძე „ნაცებს“ ყოველთვის აფინანსებდა, ეს არახალია, მაგრამ ახლაც იგივეს გაგრძელებას აპირებს. როგორც „ალიას“ ინკოგნიტო წყარო ატყობინებს, ამავე შეხვედრაზე საუბარი იყო სამომავლო გეგმებსა და ხელისუფლებაში დაბრუნებაზე.

ეტყობა, გურგენიძეს დაავიწყდა, როგორ შეიქმნა „ლიბერთი ბანკი“ და ვის წაგლიჯა ის მიხეილ სააკაშვილმა. მას ისეთი ვალდებულებები აქვს სააკაშვილის წინაშე, სხვანაირად ვერც მოიქცევა – ბოლოს და ბოლოს, ის თავის დროზე ჯერ პოლიტიკურ ფიგურად აქცია, შემდეგ კი მილიონები ჩაუგდო ხელში.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პირდაპირ საქმეზე გადავალ: „ლიბერთი ბანკის“ აქციების 51 პროცენტი ირინა ჯინჭარაძესა და გოგი ბურჭულაძეს ეკუთვნოდათ, მაგრამ, როგოც უკვე გითხარით, სააკაშვილმა ეს ადამიანები უპრაგონოდ დააყაჩაღა და ნაძარცვი ლადო გურგენიძეს გადასცა. რატომ მაინცდამაინც ეს ბანკი, გურგენიძე ხომ „საქართველოს“ ბანკში იყო „მომჯდარი“? იმიტომ, რომ „საქართველოს ბანკი“ მიხეილ სააკაშვილს მოუვიდა თვალში, ნია გილაურისთვის უნდოდა საჩუქრად და გააკეთა კიდეც. სხვათა შორის, როგორც ამბობენ, მაშინ გურგენიძე ვირზე შეჯდა, ბანკს არ დავთმობო, მაგრამ საქმეში ზურაბ ადეიშვილი ჩაერთო და ყურში ჩასჩურჩულა: თუ მაგ ვირიდან სასწრაფოდ არ ჩამოხვალ, პრობლემები შეგექმნება, საქმის გაქექვა, მომიწევს, თავის დროზე „საქართველოს ბანკი“ კანონიერი გზით ჩაიგდე ხელში თუ არაო.

სად ჩანს „ლიბერთი ბანკის“ წართმევაში ვანო მერაბიშვილის ხელი? ვანომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ხელშეწყობით, ირინა ჯინჭარაძის კუთვნილი წილი ლადო გურგენიძეს გადასცა, დანარჩენი კი თვალის ასახვევად უცხოელებზე გაფორმდა. ირინა ჯინჭარაძემ პროკურატურას ჯერ კიდევ სექტემბერში მიმართა, როგორც ყველა, ისიც საკუთარი ქონების დაბრუნება სითხოვს, მაგრამ ლადო მიდგა-მოდგა, პროკურატურაში „ახლობლები“ შეაწუხა, ერთი კვირა სადღაც გაქრა (ამბობენ, ლონდონს სტუმრობდაო) და წელში ისევ გაიმართა. თუ წყაროს ვენდობით, ახლა იმდენსაც ბედავს, სასტუმრო „მეტეხში“ საიდუმლო შეხვედრებს მართავს და თურმე რევანშისტულ მოძრაობას აფინანსებს.

სხვათა შორის, გურგენიძე თავის დროზე ჟურნალ „ტაბულასაც“ აფინანსებდა, გიგა ბოკერიას ოჯახისთვის მისი ფული უცხო არ არის, მან თამარ ჩორგოლეიშვილს 10-პროცენტიანი წილიც კი მისცა, მაგრამ როცა გიგას ლილა გაუხუნდა, ისევ წაართვა და იურისტ ოთარ კახიძეს გადასცვა უსასყიდლოდ. გურგენიძემ იმ პერიოდში თავი იმართლა: სამწუხაროდ, „ტაბულა“ მოგებაზე ვერ გავიდა, როგორც საინვესტიციო პროექტი საინტერესო არ გამოდგაო. სააკაშვილ-ბოკერიასგან თავის დაღწევა ასეთი იოლი არ არის, ეს მშვენივრად იცის გურგენიძემ და ამიტომაც, ამ ეტაპზე ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს. მას უბრალოდ სხვა გზა არა აქვს, თუ უარს იტყვის „ნაციონალების“ დაფინანსებაზე, ბოკერია, ადეიშვილი და მერაბიშვილი პირებს მოშაღებენ და ისეთებს იტყვიან, შეიძლება ეგრევე ციხეში ამოყოს თავი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ კიდევ გვახსოვს სააკაშვილ-გურგენიძის მიერ გათამაშებული აფიორა, როცა ევროობლიგაციების სახით ჩვენს ქვეყანას ნახევარი მილიარდი დოლარი აჰკიდეს ვალად. გურგენიძე 2008 წელს აცხადებდა, აპრილში ევროობლიგაციების საზდებიუტო ემისიის პროექტის განხორციელება იწყებაო:

„ჩვენ გვაქვს ასაშენებელი გაზსაცავი ქვეყანაში. ეს კიდევ უფრო ძვირი პროექტია. ეს ჩვენ გვაძლევს გაზის მოწოდების სტაბილიზაციისა და დივერსიფიკაციის საშუალებას. არ გამოვრიცხავ, რომ ევროობლიგაციებიდან შემოსული 500 მილიონის ნაწილი სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯოს“.

სად არის გაზსაცავი, სად არის პროექტი და სად არის ეს 500 მილიონი, სად ჯანდაბაში დაიხარჯა? ეს ითქვა 2008 წელს, ომამდე რამდენიმე თვით ადრე. შემდეგ იყო ომი, „ფორსმაჟორული“ სიტუაცია და მორჩა, აღებული სესხი სხვა მიმართულებით გაქანდა – მიშას პიარი სჭირდებოდა, მიშას ომის „გაპრავება“ სჭირდებოდა და ყველაფერი ამ საბაბით ჩამოიწერა.

საოცარია, პროკურატურა და ფინანსთა სამინისტრო ამ ვალით რატომ არ ინტერესდებიან? სად დაიხარჯა ეს ფული, რა სიკეთე მიიღო ქვეყანამ? სხვათა შორის, იმ პერიოდში „ნაცბანდის“ კულუარებშიც კი ლაპარაკობდნენ, რომ ამხელა ვალის აღება სისულელე იყო. დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ეკონომიკის ვარდნაზე და ლარის გაუფასურებაზე, მაგრამ რატომღაც აღარავინ იხსენებს, 2012 წლამდე რაზე იჯდა ჩვენი ეკონომიკა – რაზე და საგარეო ვალებზე.

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ვალის აკიდებაზე ეგრევე დაიწყებოდა გამოძიება და ყველას ჩააყუდებდნენ ციხეში – დაწყებული პრემიერ-მინისტრით, დამთავრებული ფინანსთა მინისტრით. ავი ენები ამბობენ, ამ ფულით გურგენიძემ თავის დროზე „სახალხო ბანკი“ იყიდაო. გამოდის, ტიპი ჩვენი ფულით გაბიზნესმენდა, ჩვენი ფულით გაყოყოჩდა და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გიგა ბოკერიასთან ერთად ხელისუფლებაში მობრუნებას გეგმავს.

 

გელა ზედელაშვილი

 

გაზეთი „ალია“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016