reportiori.ge - ილია პატაშური: მე ჩემს ლამაზ სამშობლოს ვხატავ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 10:19
კულტურა
ილია პატაშური: მე ჩემს ლამაზ სამშობლოს ვხატავ
21 აპრილი, 2014. 14:16



14-30 აპრილს ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ილია პატაშურის  75 წლისთავთან დაკავშირებული საანგარიშო გამოფენა გაიხსნა. ილია პატაშურმა 70-ზე მეტ ტილოს მოუყარა თავი და საზოგადოებას თავისი შემოქმედების მრავალწლიანი ღვაწლი დიდ დარბაზში წარუდგინა. ყველა ნახატის ულამაზეს ფერებში გარკვევით იკითხება, თუ როგორ უყვარს მხატვარს თავისი სამშობლო.

 

„ჩემი შთაგონება საქარველოა, ჩემი სამშობლოს ლამაზ ბუნებას ვეფერები. ჩემს ნახატებში მინდა, ჩანდეს ქართული ხასიათი, ისტორიული თემატიკა კი ამის კარგ საფუძველს მაძლევს“, – აღნიშნავს მხატვარი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან“ საუბარში.

 

ილია პატაშურს კარგი პედაგოგები ჰყავდა: ჟორა ჯაში, ზურაბ ნიჟარაძე, ედმონდ კალანდაძე. მხატვრული დაოსტატება ლადო გუდიაშვილისა და ფარნაოზ ლაპიაშვილის მეთვალყურეობით გაიარა.

 

 

პირველად 1975 წელს მიიღო პრემია „ვედრებაში“, მეორედ – 1898 წელს – „დედაშვილობაში“, ხოლო თბილისის ხელოვნების ფესტივალზე პირველი ხარისხის პრემია „ბროწეულისთვის“ მიენიჭა, 2001 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა. 1966 წლიდან მონაწილეობს საქართველოსა და საერთაშორისო სამხატვრო გამოფენებში. უამრავი ქვეყანა მოიარა თავისი ნამუშევრებით, ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა. მის ნახატებს უმაღლეს შეფასებებს აძლევენ ხელოვნებათმცოდნეები, ყიდულობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი კოლექციონერები.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016