reportiori.ge - ლალი მოროშკინა: ქართული ჭედური ნაკეთობაა ღარიბაშვილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:51
ინტერვიუ
ლალი მოროშკინა: ქართული ჭედური ნაკეთობაა ღარიბაშვილი
19 აპრილი, 2014. 18:05



„უმრავლესობის წევრები ეიფორიიდან ვერ გამოდიან“

„მშიშარა სააკაშვილი თავიდანვე უნდა დაგვესვა თავის ადგილზე“


„პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ გამახსენდა ემი წიგნი  „პუაზონი სკაიპით“, პუაზონი ანუ შხამი. მერე ვამბობდი, სააკაშვილი მუდმივად ჩემი წიგნის გმირია მეთქი. წიგნს, რომელსაც ერქვა „მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი“ უნდა დავარქვა „მე პრეზიდენტი და სკაიპი“ – ამბობს პიარ-ტექნოლოგი, ლალი მოროშკინა „რეპორტიორთან“ საუბარში. სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მრჩეველი  „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებს, პრეზიდენტ მარგველაშვილის ფუნქციებს და მიხეილ სააკაშვილის პიარ სვლებს ხსნის.  

– ის, რაც ხდება დღეს საქართველოში ხდება, ტრაგი-კომედიაა.  ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ექსპრეზიდენტი დასაკითხი გვყავს, სამწუხაროა, რომ ასეთი პრეზიდენტი გვყავდა, მაგრამ უფრო სამწუხარო იქნება, რომ ამ 9 წელმა დაუსჯელად ჩაიაროს, რომ ხალხს არ გაეცეს პასუხი შეკითხვაზე, რატომ იწვალეს ამდენი, რატომ გვყავდა 320 000 მსჯავრდადებული, რატომ იყო ამდენი გაუბედურებული ოჯახი, წართმეული ბიზნესი და დაკარგული ტერიტორია.


– თუმცა, სააკაშვილი რიტორიკული ხერხებით მაინც ახერხებს საზოგადოების ნაწილს ეჭვები გაუქარწყლოს, თითქოს ეს ყველაფერი მისი ბრალია..

– ის სპექტაკლი, რომელიც სააკაშვილმა გამართა, როგორ უჭირს და რომ  სხვენში ცხოვრობს მისი ცოლი, ეს არის პიარი და მეტი არაფერი. შემიძლია პუნქტი დავასახელო პიარის სახელმძღვანელოდან, სადაც წერია, როგორ უნდა იწუწუნო, შეაცოდო ხალხს თავი და იქნებ კიდევ ერთხელ გაგივიდეს ეს ნომერი. ზუსტად ამ ხერხებს მიმართავს და ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი სისხლის და ოფლის ხარჯზე მილიარდები აქვს ნაშოვნი სააკაშვილს და მატერიალური მდგომარეობით ივანიშვილს არაფრით  ჩამოუვარდება. ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ მისული. ვიცით, რომ პატარ-პატარა და საკმაოდ დიდი ნაღმებიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ საგაზაფხულოდ მომზადებული.


– რა ნაღმებზე საუბრობთ?

– მივესალმები იდენტობის გადაწყვეტილებას, მათ განაცხდეს, რომ პოლიტიკურ სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებენ და არავის არ მისცემენ უფლებას ამით ქულები დაიწერონ. ალბათ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან „დალინკება“ ან ახალი წარმონაქმნის შექმნა,იმიტომ, რომ  რეალურად არც ისე მარტივად აქვთ საქმე. ის, რასაც ისინი აპირებდნენ 17 მაისს,რომ არ გადაედოთ, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებოდით, ამიტომ კარგია, რომ ეს არ გააკეთეს. თუნდაც ის, რომ დღეს საქართველოში უცებ, საიდანღაც  ჩნდება ჯგუფი, რომელიც პრორუსულია და მეორე, რომელიც არბევს. სინამდვილეში  ერთი ჯგუფის წევრები არიან და ეს პროვოკაციის ნაწილია. ირმა ინაშვილს, რომელმაც გაავრცელა „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, მეც მივაწოდე ინფორმაცია, პრაქტიკულად ყველა უნივერსიტეტის სტუდენტთან მაქვს ურთიერთობა და ძალიან კარგად ვიცი შიდა სამზარეულო. იქმნება ახალგაზრდული ორგანიზაციები, სადაც ტვინს ურეცხავენ სტუდენტებს ნაციონალების მოფიქრებული სქემით. ეს ხდება უცხოეთში ტრენინგებით, სხვადასხვა მატერიალური წახალისებით. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჭავჭავაძე მოკლეს და სადაც ზვიად გამსახურდია გააგდეს და რა გასაკვირია, რომ ათასობით სტუდენტში არიან მოღალატეებიც. კონკრეტული სახელებით და გვარებით ვიცი,მაგრამ  ამ ინფორმაციას მხოლოდ შესაბამის სამსახურებს მივაწვდი.  ირმასაც უტყუარი ინფორმაცია აქვს. მე ვიცი სტუდენტების აღშფოთების შესახებ,  ძალიან დიდი ნაწილი აღშფოთებულია, რომ ასეთი დესტრუქციული ელემენტები ყვავის. სტუდენტთა ერთი ნაწილი კარგად სწავლობს, ძალიან პროგრესულები არიან, თუმცა  გაცილებით ნაკლებად არიან წარდგენილი საზოგადოებაში და ნაკლები უფლებები აქვთ, ვიდრე იმ ჯგუფებს, ვინც მიეტმასნა ნაციონალებსა და ამ გადაბირებაში მოყვა.


– სხვათაშორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ გეგმის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილს გაგონილიც კი არ აქვს..

– სამწუხაროდ, ეიფორიიდან ვერ გამოვიდნენ, რომ უმრავლესობის წევრები არიან და ისევ იმ ადამიანებს გვიწევს ბრძოლა, რომლებიც მართლა ქუჩაში ვიდექით და მიუხედავად იმისა, რომ დღეს სასჯელაღსრულების სისტემას წარმოვადგენ, არ მიმაჩნია, რომ ომი დამთავრებულია. რეალურად ძალიან ფრთხილი ნაბიჯებია გადასადგმელი, იმიტომ, რომ ბევრი საფრთხეა.


– როგორც თქვენ აღნიშნავთ, ბავშვობიდან იცნობთ სააკაშვილს და მისი ხასიათი კარგად იცით, რატომ არ გამოცხადდა დაკითხვაზე?

– თუ ადამიანი არ ცხადდება დაკითხვაზე ერთხელ, პროკურატურას შეუძლია მეორედაც მიმართოს და შემდეგ, ამდენი ხალხის საჩივრის საფუძველზე პრეზიდენტის დაბარება შეუძლიათ უკვე  არა როგორც მოწმის, არამედ  ბრალდებულის სტატუსით. სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი. ვარდების რევოლუციის დასაწყისშივე ვამბობდი, როდესაც პირველად შეიკრიბა ბატონ თემურ ნანეიშვილის ხელმძღვანელობით აკადემიკოსთა საბჭო, რომ მშიშარა ადამიანს უნდა დაელაპარაკო ძალიან მწვავედ  და თავიდანვე დასვა თავის ადგილზე, რადგან კულტურული და წესიერი ენა მას არ ესმის. პროკურატურამ და სახელმწიფომ სცადა კულტურულად დალაპარაკებოდა და სააკაშვილს არ გაიზიარებინა ისეთი ხელმძღვანელების ბედი, რომლებაც ძალიან ცუდად დაამთავრეს. მე ვფიქრობ დასაკითხი კი არა, სწორედ საბრალდებო სკამზე უნდა აღმოჩნდეს კოდორის და ახალგორის გამო, იმიტომ, რომ  მხოლოდ და მხოლოდ მისი პასუხისმგებლობაა საქართველოში დატრიალებული უბედურება. ტალიავინის დასკვნა იძლევა იმის საშუალებას და საფუძველს, რომ ბრალი  წაუყენონ. გვაქვს  ჯარისკაცების ჩვენებები, როგორ იქცეოდა მთავარსარდალი, როგორ აღმოჩნდნენ მოწინააღმდეგესთან პირისპირ აბსოლუტურად განიარაღებულნი. მე მიჭირს მტერი დავუძახო ოსებს იმიტომ, რომ გენეტიკურად ყველაზე ახლოს აფხაზებთან და ოსებთან ვართ და  ვთვლი, რომ ძმები არიან, მაგრამ  ხომ ვიცით, რომ ეს იყო ძალიან დიდი პროვოკაცია, რომელსაც შემდეგ ომი ეწოდა. ათასობით იარაღია დაკარგული ისე, რომ ერთი გასროლაც არ მომხდარა. მან საქართველოში არ ჩამოსვლით  თვითლუსტრაცია მოახდინა, რომ ნამდვილად დამნაშავეა. იცის, რომ მოწმეებად დაბარებული ბევრი ადამიანი, შემდეგ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, გრძნობდა ამ საშიშროებას და თავიდან აიცილა. ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. ის მუდმივად იპოვნის ქვეყანას, სადაც თავშესაფარს მოითხოვს. მან იცის, როგორ დააჯეროს დასავლეთი თავის კეთილგანწყობაში.


– აიძულო ვინმე შენი სჯეროდეს, ესეც ხომ კარგი პიარ ჯგუფების მუშაობის დამსახურებაა?

– სხვათა შორის, აუცილებელია კარგი პიარ ჯგუფი მუშაობდეს ნებისმიერ პოლიტიკოსზე, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს ეს არ აქვს შინაგანად, მაგალითად, ღარიბაშვილს შინაგანი ქარიზმა აქვს, შეიძლება მასზე საერთოდ არ მუშაობდეს პიარ ჯგუფი, ის თავადაც  შეძლებს  იზრუნოს ამ იმიჯზე, ქარიზმატულია და თქვენც ხედავთ, რომ ძალიან პოზიტიურია მისი ყველა ინტერვიუ. მე შევადარე ჩვენი ხელისუფალნი ხელოვნების განშტოებებს და თქვი, რომ ქართული ჭედური ნაკეთობაა ღარიბაშვილი, მარგველაშვილს კი ჯერ თავისი სიტყვა, შედევრი არ დაუხატავს.


– რატომ, მარგველაშვილთან პიარ ტექნოლოგი არ მუშაობს?

 

– რა თქმა უნდა, პიარი არ ჰყავს, თანაც  ვერ გაარკვია, რომელია მისი ნიშა, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის მმართველობა საქართველოში პირველად არის. თუ მე, როგორც ტექნოლოგს შემეკითხებით, მას უნდა აეღო სოციალური ნიშა, რომელისთვისაც ღარიბაშვილი უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ მოიცლის. ეს არის უფროსკლასელები, სტუდენტები, სოციალურად უპოვარი ადამიანები. ზრუნვა ამ ადამიანებზე უნდა იყოს პრეზიდენტის პრეროგატივა. როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი დანაშაული და ძირითადად ახალგაზრდების ჩადენილი, პრევენციის ზომის სახით პატრონაჟი უნდა აიღოს მარგველაშვილმა. ის კარგი ორატორია და კარგად გამოუვიდოდა ახალგაზრდა ადამიანების დაჯერება, რომ გისოსები არ არის ქუჩაში უბრალო ყელყელაობა: „სროკზე ვიყავი“ სიტყვები ან  ციხის ტატუ. ციხე არის ძალიან მძიმე რეალობა, მძიმე ტვირთი, დანგრეული ფსიქიკა და ცხოვრება. ეს არის აპრობირებული მეთოდი ამერიკაში,  ევროპაში. ღარიბაშვილი  ფიზიკურად ვერ მოიცლის ამისთვის და ვერც დაავალდებულებ. მე არ მომეწონა, როდესაც მარგველაშვილი  ამბობდა უარს სასახლეში შესვლაზე, დღეს დათანხმდა და ამას ცოტა კონფორმიზმის სუნი ასდის. ამ სასახლის გამოყენება შეიძლებოდა, პრეზიდენტის ღია ლექციებისთვის, ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრისთვის, იმისთვის, რაც თუნდაც ივანიშვილმა შემოგვთავაზა, უფასო გადამზადება ჟურნალისტებისთვის.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016