reportiori.ge - შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი ზაზა ხატიაშვილს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:35
სამართალი

-->
შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი ზაზა ხატიაშვილს
ავტორი:
14 აგვისტო, 2013. 23:10

- +

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის, ზაზა ხატიაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. შს მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა რევაზ დვალიშვილის  მიმართ არაადამინურ მოპყრობაში კონკრეტულ პირებს გამოავლენს, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ზომებს მიიღებს. უწყებაში ადასტურებენ, რომ  რევაზ ქობულია ამჟამად წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსია. რაც შეეხება  მალხაზ მჟავიას, ის განყოფილებიდან მეორეში, იგივე თანამდებობრივ პოზიციაზე გადაიყვანეს. გიორგობიანის განმარტებით, დვალიშვილის საქმესთან დაკავშირებით, სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არც ერთი პოლიციელის გვარი არ ფიგურირებს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს დვალიშვილი. იკითხებიან პირები, ვისაც შეხება ჰქონდა დვალიშვილის საქმესთან. იმ შემთხვევაში, თუკი დვალიშვილის წამებაში ამა თუ იმ პირის მონაწილეობა დადასტურდება, მათ მიმართ კანონის შესაბამისი ზომები გატარდებ"-განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

 შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ზაზა ხატიაშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე, წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები, მალხაზ მჟაია და რევაზ ქობულია,  ადამიანის წამებაში დაადანაშაულა. უფლებადამცველმა განაცხადა, რომ   მჟავიას და ქობულიას ბრალეულობა ევროპის სასამართლოს მიერ არის დადგენილი და ამის შესახებ მთავარი პროკურორი საქმის კურსშია, თუმცა მისივე განცხადებით, პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, ორივე მათგანი დააწიანურეს. ზაზა ხატიაშვილი, არჩილ კბილაშვილის და მისი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

საქმე ეხება რევაზ დვალიშვილის საქმეს. ადვოკატი აცხადებს, რომ ის 2005 წელს წყალტუბოს სამმართველოს თანამშრომლებმა მათ შორის, რევაზ ქობულიამ და მალხაზ მჟავიამ, სატიკად აწამეს. უფლებადამცველის განმარტებით, დვალიშვილი ფეხებით დაკიდეს, ზედ „კოკა-კოლა“ დაასხეს და ალოკვა მოსთხოვეს. ევროპის სასამართლომ დვალიშვილის საქმე შეისწავლა და სახელმწიფოს მის სასარგებლოდ 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. რევაზ დვალიშვილმა სამმართველოს თანამშრომლების წინააღმდეგ არჩილ კბილაშვილს საჩივრით მიმართა. ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ კანონდარღვევების მიუხედავად, რევაზ ქობულია წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელად დაინიშნა,დაწინაურდა მალხაზ მჟავიაც.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016
არქივი