ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი წყალტუბოსპოლიციისსამმართველოსთანამშრომლებსმალხაზ მჟავიასდარევაზქობულიასა ადამიანის წამებაში ადანაშაულებს. უფლებადამცველი განმარტავეს, რომ მჟავიას და ქობულიას ბრალეულობა ევროპის სასამართლოს მიერ არის დადგენილი და ამის შესახებ მთავარი პროკურორი საქმის კურსშია, თუმცა მისივე განცხადებით, პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, ორივე მათგანი დააწიანურეს. ზაზა ხატიაშვილი არჩილ კბილაშვილის და მისი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.საქმეეხება რევაზ დვალიშვილის საქმეს. ადვოკატი აცხადებს, რომ ის 2005 წელს წყალტუბოსსამმართველოსთანამშრომლებმამათშორის, რევაზქობულიამდამალხაზმჟავიამ სატიკად აწამეს. უფლებადამცველის განმარტებით დვალიშვილი ფეხებით დაკიდეს, ზედ „კოკა-კოლა" დაასხეს და ალოკვა მოსთხოვეს. ევროპის სასამართლომ დვალიშვილის საქმე შეისწავლა და სახელმწიფოს მის სასარგებლოდ 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.რევაზ დვალიშვილმა სამმართველოს თანამშრომლების წინააღმდეგ არჩილ კბილაშვილს საჩივრით მიმართა. ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ კანონდარღვევების მიუხედავად რევაზქობულიაწყალტუბოსპოლიციისსამმართველოსხელმძღვანელადდაინიშნა,
დაწინაურდა მალხაზმჟავიაც.