გაზეთ „ალიას" სტატიაში - „საქართველოში ბენზინთან ერთად სექსიც გაძვირდა!", ჟურნალისტი წერს, რომ თუ ადრე ერთსაათიანი სიამოვნება 80-100 ლარი ღირდა, ახლა 100-150 ლარი გახდა. გამოცემასთან ინტერვიუში ერთ-ერთ ბორდელში „დასაქმებული" ქალბატონი აცხადებს, რომ ძალიან მძიმე და რთული სამუშაო აქვს, თან გამოცდილებაც აკლია, რადგან ერთი წელია, რაც ამ სფეროში მუშაობს.
„არიან ტიპები ვინც გვპატრონობს. რამდენიმე თანამდებობის პირთანაც გვაქვს ურთიერთობა. ახლა ფულის გადახდა აღარ არის, თუ გოგოები მოუნდათ, გვაგზავნიან უფასოდ და ეგაა. არ ღირს მუშაობა, მაგრამ სხვა რა ვაკეთო?", - აცხადებს ის.
როგორც ჟურნალისტი წერს, მდგომარეობა, როგორც ყველა სფეროში, აქაც რთულია. არადა, 2012 წლის არჩევნების წინ „ქართული ოცნება" გვპირდებოდა, ყველაფერი გაიაფდებაო. „არა, ამ წუთას კი ვხუმრობ, მაგრამ ამ ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი - აშკარად ჩანს, რომ ჩვენი სექსინდუსტრია პირდაპირ არის მიბმული საწვავის ფასსა და ლარის კურსის ვარდნაზე", - წერს ის.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)