reportiori.ge - მეტალურგიული პროფკავშირი ითხვისის მაღაროში მომხდარის გამოძიებას ითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024. 23:31
საზოგადოება
მეტალურგიული პროფკავშირი ითხვისის მაღაროში მომხდარის გამოძიებას ითხოვს
ავტორი:
14 აგვისტო, 2013. 13:16

მეტალურგიული პროფკავშირი ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში მომხდარის გამოძიებას ითხოვს და  განცხადებას ავრცელებს. „რეპორტიორი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"
ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაცია არ ითვალისწინებს არანაირ რეკომენდაციებს, მსგავსი ფაქტების დამალვა ჭიათურაში თითქოს ჩვეულებადაა ქცეული. კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოძიებული იქნეს, რატომ არ მოხდა ობიექტის გეოლოგიურად შესწავლა და ბურღვითი სამუშაოების დაწყებაზე განკარგულების მიცემის მიზანშეწონილობა. გამოვლენილი იქნან მომხდარზე პასუხისმგებელი პირები და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ", _ აცხადებენ აღნიშნულ პროფკავშირებში. 
პროფკავშირის ინფორმაციით, "ითხვისის მაღაროზე ქანების მეორადი გადამუშავება მიმდინარეობს. ითხვისის მაღაროს ადმინისტრაციამ იცოდა, რომ ერთერთი დასამუშავებელი ,,სანგრევის" შიგნით წყალი იყო დაგროვილი და იმის მაგივრად, რომ გეოლოგიურად შეესწავლათ წყლის სავარაუდო რაოდენობა, მაღაროელებს მისცეს დავალება, რომ წყლის დაწრეტვის მიზნით გაებურღათ მცირე დიამეტრის სადრენაჟო ხვრელი. ამას კი შედეგად ის მოჰყვა, რომ წყლის რაოდენობა ძალიან ბევრი აღმოჩნდა, შესაბამისად, ბურღვითი სამუშაოს მიმდინარეობისას, წყალმა მთლიანად გადმოანგრია ფენა და იქ მომუშავეე მაღაროელები, როლანდი ნოზაძე და იუზა სამხარაძე წყლის ჭავლმა დაახრჩო."   

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016