reportiori.ge - 22 აპრილს მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 14:08
კულტურა
22 აპრილს მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი დაიბადა
ავტორი:
22 აპრილი, 2014. 14:57


დიდი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი ელგუჯა დავითის ძე ამაშუკელი 1928 წლის 22 აპრილს თბილისში დაიბადა.


ამაშუკელი საშუალო განათლების მიღების მერე მოეწყო თბილისის აკადემიაში ქანდაკების ფალულტეტზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, სადაც სამუშაო თემად ჰქონდა ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი. 1958 წელს ჩატარდა კონკურსი და მისი შექმნილი ძეგლი დაიდგა თბილისში, მეტეხის მოედანზე.


1965 წელს ქანდაკებისათვის „ქართლის დედა" მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. 1969 წელს მან გაიმარჯვა ბულგარეთის სახელმწიფოს დამაარსებლის ხან ასპარუხის ძეგლის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში და მისმიერ შექმნილი ქანდაკება დაიდგა სოფიაში. მის ნამუშევარს - „დედა ენა" მიენიჭა ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (1985); „დავით აღმაშენებელი" აღინიშნა საქართველოს სახელმწიფო პრემიით. მონუმენტური ქანდაკებების გარდა აღსანიშნავია მისი რელიეფური კომპოზიციები თბილისის დასავლეთ და აღმოსავლეთ შემოსავლებთან. „რუსთაველის" და „აკაკი წერეთლის" მეტროპოლიტენის სადგურების მხატვრული გაფორმება. აღსანიშნავია მისი ნამუშევრები ფერწერის, გრაფიკის და წიგნის მხატვრობის დარგში.


ელგუჯა ამაშუკელი ავტორია წიგნებისა: „წერილები ხელოვნებაზე" (1984). „მეექვსე გრძნობა" (1987), „დრო შემოქმედი" (2000).


მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვრის (1965), საქართველოს სახალხო მხატვრის(1984-89) წოდებები, იყო სსრკ მხატვართა კავშირის მდივანი (1984-89). რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), „საპატიო ნიშნის", შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალერი, საბჭოთა კავშირისადა ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. 1981 წელს მიანიჭეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.


დიდი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი გარდაიცვალა 2002 წელს მარტში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.





(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016