რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პლეი -ოფის დაწყებამდე, „დინამოს" საკალათბურთო ბაზაზე გაიმართება სამოყვარულო ლიგის გალა-წარმოდგენა, რომელიც მოიცავს კონკურსებს სამქულიან სროლებში, ბურთის ეფექტურ გდებებში და მატჩს საუკეთესო მოთამაშეების მონაწილეობით.
სამოყვარულო ლიგა გვერდში უდგას საქართველოში პარა-კალათბურთის განვითარებას. ყველა ვარსკვლავის აქციის ფარგლებში გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კალათბურთელთა მხარდასაჭერი აქცია, გაიმართება საჩვენებელი მატჩი სამოყვარულო ლიგის ნაკრებსა და პარა-კალათბურთელთა გუნდს შორის.
გახსნილია საბანკო ანგარიში (GE80TB7432236020100004), რომელზეც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, ჩარიცხოს თანხა პარა-კალათბურთელებისთვის სისტემატური სავარჯიშო პირობების შესაქმნელად.
ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის კალათბურთელები, მწვრთნელებმა და სამოყვარულო ლიგის ხელმძღვანელებმა შეარჩიეს. „ოლ სტარის" გუნდებს წარსულში ცნობილი კალათბურთელები - პაატა გურასპაული და ზაზა ცაგარეიშვილი უხელმძღვანელებენ. ლიგის ორგანიზატორებთან კონსულტაციის შემდეგ ამ სპეციალისტებმა საკუთარი გუნდები შემდეგნაირად დააკოპლექტეს:
ზაზა ცაგარეიშვილის გუნდი: ირაკლი მაისურაძე, ლევან მგალობლიშვილი, მიხეილ ფანჩულიძე, დავით მუშკუდიანი, გიორგი ჩავლეიშვილი, ირაკლი ჯაფარიძე, დავით გაფრინდაშვილი, ზუკა ბადრიძე, ბუბა ბერიშვილი, ლაშა ეძგვერაძე, დავით გურაბანიძე.
პაატა გურასპაულის გუნდი:
ამბროსი ორმოცაძე, კირილე ტატუნაშვილი, გულივერ ახალკაცი, ირაკლი შანიძე, კახა გიორგაძე, შიო ხეცურიანი, კოტე ტუღუში, ლევან წულაია, დავით ფრანგიშვილი, ოთარ მეფარიშვილი, ბექა ახალაია
პარალელურად მიმდინარეობს გამოკითხვა სამოყვარულო ლიგის Facebook-ის გვერდზე (www.facebook.com/samokvaruloliga), რომლის შედეგადაც უკვე შერჩეულ 11-11 მოთამაშეს კიდევ 3-3 კალათბურთელი დაემატება. სოციალურ ქსელში გამოკითხვა 24 აპრილის ჩათვლით იწარმოებს.
ყველა ვარსკვლავის მატჩის შესვენებებზე გაიმართება კონკურსები 3 - ქულიან სროლებსა და ჩატენვებში, რომელთა გამარჯვებულებს სამოყვარულო ლიგის სპონსორებისა და მხარდამჭერებისგან სპეციალური საჩუქრები ელით.
ყველა ვარსკვლავის აქციას დაესწრება სამოყვარულო ლიგის საპატიო პრეზიდენტი ზაზა ფაჩულია, რომელიც დაჯილდოების ცერემონიალში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
დასაწყისი 14:00,„ დინამოს" საკალათბურთო ბაზა.
(მოამზადა ანა ნოდიამ)