reportiori.ge - რა უნდა ვიცოდეთ, რომ სოლარიუმში სასურველი ფერი მივიღოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:38
სხვადასხვა
რა უნდა ვიცოდეთ, რომ სოლარიუმში სასურველი ფერი მივიღოთ
22 აპრილი, 2014. 17:17


სანამ სოლარიუმში გარუჯვის რჩევებს გაგიზიარებთ, გაეცანით სოლარიუმის უარყოფით მახარეებსა და ინფორმაციას, ვისთვის არ შეიძლება სოლარიუმში გარუჯვა. უპირველეს ყოვლისა, სოლარიუმს უნდა მოერიდონ ფეხმძიმე ქალბატონები. არ არის სასურველი სოლარიუმში იარონ ჰიპორტენიის, დიაბეტის, ღვიძლის დაავადებებისა და სხვადასხვა ანთებების მქონე ადამიანებმა. ხელოვნური გარუჯვა სასტიკად აკრძალულია ონკოლოგიური დაავადებებისა და სარძევე ჯირკვლების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.  გარუჯვა არ შეიძლება მენსტრუალურ პერიოდშიც.

 


იმისთვის, რომ სოლარიუმში კარგად გაირუჯოთ, სოლარიუმში მისვლამდე ტანზე წაისვით გასარუჯი კრემი, გახსოვდეთ რომ კრემი სპეციალურად თქვენი კანისთვის უნდა იყოს შერჩეული. კრემი გარუჯვის დროს ცუდი ზემოქმედებისგან დაგიცავთ. თუ სხეულზე ბევრი ხალი გაქვთ, სიფრთხილით მოეკიდეთ ამ საკითხს, ზედმეტი ულტრაფიოლეტი იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს.

 


ასევე წელს ზემოთ შიშველი (ტოპლეს) გარუჯვა სასურველი არ არის. სოლარიუმში სიარული არ არის ხშირად რეკომენდირებული, ორჯერ კვირაში ეს სავსებით საკმარისია ფერის შენარჩუნებისთვის. სოლარიუმში წასვლამდე ნუ გამოიყენებთ რაიმე პარფიუმს, რათა ეს ხლოაზმას გამომწვევი არ გახდეს. თუ თქვენ პირველად სტუმრობთ სოლარიუმს, სეანსის ხანგრძლივობის მაქსიმალური დრო 7 წუთია. გახსოვდეთ, რომ პროცედურის გამეორება 24 საათის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. გარუჯვისას გაიკეთეთ სათვალე და დაიფარეთ ქუდი. ტუჩებზე წაისვით სპეციალური ბალზამი, რათა არ დაგისკდეთ. გარუჯვისას  სასურველია გეცვათ ბამბის თეთრეული. პროცედურის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016