reportiori.ge - საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის საგანგებო განცხადება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 10:33
კულტურა
საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის საგანგებო განცხადება
ავტორი: ანა ნოდია
23 აპრილი, 2014. 11:15


საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის საყდრისში სტუმრობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:

 

საყდრისის ისტორიულ ძეგლთან მიმდინარე კარვების აქციას მეცხრე დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ბატონი გურამ ოდიშარია ესტუმრა. მინისტრთან შედგა საკმაოდ პროდუქტიული და საქმიანი საუბარი, იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას ფორმატი იძლეოდა. მინისტრი ოდიშარია აქციის მონაწილეებს სამივე მოთხოვნის შესრულებას დაგვპირდა.

 

 

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გამოჩენილი გულისხმიერებისა და მაღალი ეროვნული თვითშეგნების გამოვლენისთვის.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას და ჰქონდა მოლოდინი, რომ აქციის მონაწილე ახალგაზრდები აგრესიულად შეხვდებოდნენ, რაც ჩვენი შეფასებით, იმავე დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც გაურკვეველი ადამიანების მხრიდან ჯერ კიდევ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დროს მიმდინარეობდა და სახელისუფლებო წრეებში საყდრისთან დაკავშირებით დისონანსი შეიტანა.

 

ახალგაზრდებმა მართლაც დაინახეს მინისტრთან საუბრის და მისი სატელევიზიო კომენტარების შემდეგ, რომ გურამ ოდიშარია რეალურად არის დაინტერესებული პრობლემის რაციონალური მოგვარებით, რასაც ვერ ვიტყვით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელ ბატონ ნიკოლოზ ანთიძეზე, რომელსაც, უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია საყდრისის სტატუსთან დაკავშრებით, რაც უცილობლად შეუშლის ხელს იმ მონიტორინგის ნაყოფიერად შესრულებაში, რომელიც მას მინისტრმა დააკისრა. შესაბამისად, კომიტეტი ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკოლოზ ანთიძეს უნდობლობას უცხადებს.

 

გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა გურამ ოდიშარიას ქმედებებისა და პრობლემის საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ გადაწყვეტის სურვილის გამო, მხარდაჭერას ვუცხადებთ მინისტრს, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ამჯერად უკვე ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა.

 

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი იმედს იტოვებს, რომ მინისტრის ყველა დაპირება, უმოკლეს ვადაში, დოკუმენტალურად გაფორმდება და სწრაფად დაიწყება ქმედითი ნაბიჯები გადადგმული. სწორედ ეს იქნება შეხვედრის რეალური შედეგი.

 

იმედს გამოვთქვამთ, რომ მინისტრის სურვილი, რეალურად მოაგვაროს პრობლემა, არ განეიტრალდება საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ქმედებების შედეგად, რომელთა ერთ-ერთ ლიდერს და დაინტერესებულ მხარესაც, ჩვენი აზრით, სწორედ ნიკა ანთიძე წარმოადგენს - ნათქვამია საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის განცხადებაში.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016