საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სააქტო დარბაზში, კვალიაშვილების ოჯახის კონცერტი დღეს გაიმართება.
სხვადსხვა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებული კვალიაშვილების კამერული ანსამბლი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ახალი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
კლასიკური მუსიკის გარდა, კვალიაშვილების ოჯახის ყველა წევრი ასრულებს საგალობლებს, ხალხურ სიმღერებს, ჯაზურ კომპოზიციებს,
კვალიაშვილების ოჯახის კამერული ანსამბლი რვა წევრისგან შედგება: მუსიკოს მშობლებთან ერთად, მუსიკალურ პროგრამას მათი შვილები წარმოადგენენ: 23 წლის თინათინი (ფლეიტა), 21 წლის რუსუდანი (ვიოლინო), 18 წლის სალომე (ჰობოი), 17 წლის მირიანი (ჩელო), 15 წლის ია (ვიოლინო) და 13 წლის გიორგი (ვიოლინო).
კვალიაშვილების ოჯახი კულტურის სამინისტროს სააქტო დარბაზში მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება.
დასაწყისი 17:00 საათი.