reportiori.ge - 23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:26
კულტურა
23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღეა
ავტორი: ანა ნოდია
23 აპრილი, 2014. 12:02


23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით 13:00 საათზე, რუსთაველის თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება გამართულ ღონისძიებებს.

 

დღეს, რუსთაველის თეატრში 11 საათიდან  20 საათამდე ქართული გამომცემლობები გასაყიდად გამოიტანენ და მკითხველს ფასდაკლებით შესთავაზებენ მათ მიერ გამოცემულ წიგნებს.  ქალაქში იმოძრავებს ღია ავტობუსი, საიდანაც ქართველი პოეტების ლექსები გაჟღერდება. ამ დღისადმი მიძღვნილია აქცია აჩუქე წიგნი შეყვარებულს". სამების ეკლესიის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეის გამოფენა.


25 აპრილს  გუდიაშვილის ბაღში დაგეგმილია წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ავტორები, მუსიკოსები და ახალგაზრდები

 

23 აპრილს იუნესკო 1996 წლიდან ოფიციალურად აღინიშნავს, როგორც წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს.


წელს საქართველოში წიგნის საერთაშორისო დღის ორგანიზატორები არიან საქართველოს გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა ასოციაცია, საქართველოს კულტურულ უთიერთობათა ცენტრი, ინტერნეტ-ტელეარხი  "არტარეა", პენ-კლუბი, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა. ღონისძიებების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის საკრებულო, თბილისის მერია.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016