reportiori.ge - 276 ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ორ დღეში და გამოძახება კუკიის სასაფლაოდან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 04:27
სხვადასხვა
276 ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ორ დღეში და გამოძახება კუკიის სასაფლაოდან
23 აპრილი, 2014. 12:01


წითელი პარასკევის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ცენტრში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო 276 გამოძახება დაფიქსირდა . ამის შესახებ კვირას" სასწარაფო - სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო სამადაშვილმა განუცხადა.


მისი თქმით, აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულზე სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახებები კვებითი ინტოქსიკაციის მიზეზითაც აღინიშნა. სტატისტიკური მონაცემებით, წითელი პარასკევის დღესასწაულის შემდეგ 19 აპრილს 83 ალკოჰოლური და 3 კვებითი იტოქსიკაციის შეტყობინება დაფიქსირდა, 20 აპრილს - 101 ალკოჰოლური და 3 კვებითი ინტოქსიკაცია, 21 აპრილს კი - 92 ალკოჰოლური და 1 კვებითი ინტოქსიკაცია.


სამადაშვილის განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა კუკიის სასაფლაოდან ორჯერ გამოიძახეს. ორივე შემთხვევაში პაციენტს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა.


აღსანიშნავია, რომ სამი დღის განმავლობაში 276 ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ხასიათის გამოძახებიდან სასწრაფო - სამედიცინო ცენტრის მედიკოსებმა ზოგიერთ მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ნაწილი კი დედაქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016