reportiori.ge - "რთველი 2013" დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:58
რეგიონები
"რთველი 2013" დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყება
ავტორი:
14 აგვისტო, 2013. 13:38

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს"რთველი 2013" ფარგლებში მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები და სამინისტროს პროგრამები გააცნეს
მინისტრის განაცხადებით, წლევანდელ სეზონზე 150 000-მდე ტონა ყურძნის მოსავალი იქნება. 
ფერმერებისგან ყურძენს 80-მდე საწარმო ჩაიბარებს, რომელთა დიდი ნაწილი ტექნიკურად გადაიარაღებულია. 
სახლემწიფო ყურძნის საფასურს არ დააწესებს და 1 კილოგრამი ყურძნის ფასს ბაზარი დაარეგულირებს, თუმცა თუ მეწარმე 1 ლარადან 1 ლარზე მეტ ფასად შეისყიდის კილოგრამ ყურძენს, მაშინ სახელმწიფო პირდაპირი დახმარების წესით შესაბამისი თანხებით უზრუნველყოფს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს. 
სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, შეღავათიანი აგროსესხების პროექტს დაემატება მეხუთე კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც გაიცემა შეღავათიანი სესხები ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის. 15-თვიანი სესხი 12-დან 15%-მდე, აქედან 9%-ს დაფარავს სახელმწიფო.სუბსიდიის ბიუჯეტი კი 25 მილიონი ლარით განისაზღვრა.
ამასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "რთველი 2013"-ის წარმატებით რომ ჩატარდეს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ინტენსიურად მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, ღვინის ასოციაციის გამგეობის წევრებთან, გლეხებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან. 
"2013
წლიდან სახელმწიფო იზრუნებს კერძო სექტორის ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და პარიტეტულობის შესანარჩუნებლად გლეხების დახმარებაზე.არ მოხდება დიფერენცირება მცირე და დიდი ფართობებიდან მიღებულ ყურძენზე, თანაბარი პირობები შეიქმნება მეწარმეებისთვის და მცირე ფერმერებისთვის, სუბსიდიის პროგრამა განხორციელდება კომპანიებისათვის ყოველგვარი ვაუჩერის გარეშე",-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
"
რთველი 2013"-ის ორგანიზებულად ჩასატარებლად უკვე შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს, შტაბის წევრები იქნებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. 
ამოქმედდება ცხელი ხაზი: 5 77 08 04 17; 5 77 08 04 19. ხოლო გურჯაანში იქნება სპეციალური შტაბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ღვინის მიმღებ და ჩამბარებელ კომპანიებს. 
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რთველი დაიწყება აგვისტოს ბოლოს დედოფლისწყაროს სოფლებიდან, ხოლო 10 სექტემბრიდან რთველში ჩაერთვებიან ჯერ სიღნაღის, შემდეგ კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016