reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: ეს ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის არ დაწყებულა , ეს ომი თავს მოახვიეს ჩვენს ხალხს, ამიტომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ - ქართველები და აფხაზები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:44
კონფლიქტები
მიხეილ სააკაშვილი: ეს ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის არ დაწყებულა , ეს ომი თავს მოახვიეს ჩვენს ხალხს, ამიტომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ - ქართველები და აფხაზები!
ავტორი:
14 აგვისტო, 2013. 23:46

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“  გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს იხსენებს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს. „რეპორტიორი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

უპირველეს ყოვლისა, ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე, ვინც ქვეყნის ერთიანობასა და ნათელ იდეალებს შეწირა თავი; ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვინც უკვე 21 წელია, გმირულად უძლებს ამ დღეს დაწყებული ომის შედეგებს; ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვისაც დღესაც სწამს, რომ ჩვენი ერთობით აღდგება ჩვენი სამშობლოს მთლიანობა! 

ჩემო ძვირფასებო, 
ეს ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის არ დაწყებულა - ეს ომი თავს მოახვიეს ჩვენს ხალხს, ამიტომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ - ქართველები და აფხაზები! 
აფხაზეთის და .. სამხრეთ ოსეთის მომავალი დღეს რუსეთში იწერება. ის დღესაც თამაშობს საზღვრებით და მავთულხლართებით ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობის გაზრდას, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს დროებითია და ყველაფერი შეიცვლება. მათ უბრალოდ ერთი მარტივი ჭეშმარიტება ავიწყდებათ - როგორც დღეს მოსდევს ღამე, ისე მოყვება ოკუპაციას დეოკუპაცია. ეს გარდაუვალია, მაგრამ ჩვენი სიყვარული, ძმობა და ერთობა ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. 

ჩემო აფხაზო ძმებო, დებო და დედებო,
ქართველებს და აფხაზებს სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს, ეს ჩვენი საერთო მიწაა და დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ უმძიმეს დღეს ვიხსენებთ, ყველაზე მეტად მსურს ვიყო იმედიანად - ჩვენ ისევ ვიქნებით ერთად! ჩვენი შვილები ერთმანეთის მხარდამხარ გაიზრდებიან და ერთად ვიამაყებთ მათი წარმატებით! 

ჩვენს ხალხებს აქვთ საერთო მომავალი!

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016