reportiori.ge - გამოცემა Salon-ი 8 შოკისმომგვრელ ფაქტს აქვეყნებს, რომლის მოყოლის სიმამაცეც მედიას არ ჰყოფნის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:44
სხვადასხვა
გამოცემა Salon-ი 8 შოკისმომგვრელ ფაქტს აქვეყნებს, რომლის მოყოლის სიმამაცეც მედიას არ ჰყოფნის
ავტორი:
23 აპრილი, 2014. 16:38

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მნიშვნელოვანი, ფაქტებზე დაფუძნებული ცნობები, რომელთა შესახებაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე უნდა გიამბობდნენ. თუმცა, შემოსავლის მიღებაზე ორიენტირებული პრესა მათ გვერდს უვლის. 


1. რეცესიის დაწყებიდან ამერიკის შეერთებული შტატები 34 ტრილიონი დოლარით გამდიდრდა. აქედან მოსახლეობის 93%-ს თითქმის არაფერი მიუღია. 

ამ მაჩვენებლის თანახმად, თითოეულ ამერიკელს დაახლოებით 100 000 დოლარი ერგება. თუმცა იმ ადამიანებმა, რომლებსაც აქციების უმრავლესობა ეკუთვნის, თითქმის ყველაფერი მიითვისეს. მათ მიერ მიღებული შემოსავლების საშუალო მაჩვენებელმა მილიონ დოლარს გადააჭარბა - გადასახადების გარეშე, თუკი ისინი თავიანთ აქტივებს არ ანაღდებენ. 

2. 8 მდიდარმა ამერიკელმა ბევრად მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე 3,6 მილიონმა ამერიკელმა, რომელიც მინიმალურ ხელფასს იღებს. 

ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე ვერცერთი დასაქმებული ადამიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მინიმალურ ხელფასს იღებს, ვერ შეძლებს ისეთი ბინის დაქირავებას სამართლიან საბაზრო ფასად, სადაც ერთი ან ორი საძინებელია. ასეთი კი 3,6 მილიონი ადამიანია, ხოლო საშუალოდ მათი ხელფასი 2013 წელს იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე 8 ამერიკელის შემოსავალი მიღებული ამავე წლის საფონდო ბაზრიდან - წილი რომელიც მათ ერგო საზოგადოებისაგან არათანაზომადად დიდია. ესენი არიან: უოლტონების ოჯახის ოთხი წევრი, ქოუქების ოჯახის ორი წარმომადგენელი, ბილ გეითსი და უორენ ბაფეტი. 

3. საინფორმაციო წყაროები მოსახლეობის მხოლოდ 5%-ის მოსაზრებას გამოხატავენ.

გამამახნევებელი ეფექტი ექნებოდა გაზეთის პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით: „ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მკითხველების 5% ან 7%-ს, რომლებიც დიდ ფულს შოულობენ და მიაჩნიათ, რომ მათი სიმდიდრე დანარჩენებს ეხმარება". 

ამის ნაცვლად, მოგებაზე ორიენტირებულ მედია საშუალებებს, როგორ ჩანს, საერთოდ არ ძალუძთ განასხვაონ 5% და საზოგადოების დანარჩენი ნაწილი. გაზეთი Wall Street Journal აღნიშნავს: „საშუალო კლასის ამერიკელებს დღეს აქვთ მეტი მსყიდველობითი უნარი, ვიდრე ოდესმე", და შემდეგ განაგრძობს თავის გაუგებარ ტექტს: "რა რეცესია?.. ეკონომიკამ სული მოითქვა რეცესიისაგან, უმუშევრობა მცირდება". 



4. სატელევიზიო ცნობები ამერიკელი მაყურებლისათვის უკიდურესად შეზღუდულია. 

2009 წელს გამოცემის European Journal of Communication-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში შეერთებული შტატები შედარებულია დანიასთან, ფინეთთან და დიდ ბრიტანეთთან ინფორმირებულობის თვალსაზრისით საშინაო ახალ ამბებზე საერთაშორისო ახალ ამბებთან შედარებით, ასევე "სერიოზული" ახალი ამბების მხრივ (პოლიტიკა, სახელმწიფო მართვა, ეკონომიკა, მეცნიერება, ტექნოლოგიები) "რბილ" ინფორმაციასთან (ცნობილი ადამიანები, დიდ აუდიტორიაზე გათვლილი სტატიები, სპორტი და გართობა) შედარებით. შედეგები: 

ამერიკელები განსაკუთრებით ცუდად არიან ინფორმირებული საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებში. 

ამერიკელმა რესპონდენტებმა აჩვენეს ძალიან სუსტი შედეგი სერიოზული საშინაო ახალი ამბების ცოდნაში.

 

ამერიკული საინფორმაციო სატელევიზიო ქსელის გადაცემები მოიცავს გაცილებით ცოტა სერიოზულ ინფორმაციას, ვიდრე ფინეთის ან დანიის ტელევიზიები. 

ამ კვლევაში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აღნიშნულია, რომ "ჩვენს მიერ არჩეული ამერიკული გაზეთები ორიენტირებული იყვნენ სერიოზულ ახალ ამბებზე, ვიდრე ბეჭდური გამოცემები ევროპულ ქვეყნებში". უბედურება ის არის, რომ ამერიკელები სულ უფრო ნაკლებად კითხულობენ პრესას. 

5. მედიის ხელმძღვანელების (იმ თეთრი მამაკაცებიდან, რომლებიც შობადობის ბუმის პერიოდის თაობას მიეკუთვნებიან) ვალი საზოგადოების მიმართ ტრიოლიონობით დოლარს აღწევს. 

მთელი ეს ხმაური „ადამიანზე, რომელმაც საკუთარი თავი თავად შექმნა" (self-made man) წმინდა წყლის ფანტაზიაა. 1970-იანი წლების დასაწყისში, ჩვენ, პრივილეგირებულმა თეთრკანიანმა მამაკაცებმა, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები დავამთავრეთ და  უკვე გველოდა სამუშაო ადგილები მენეჯმენტის და ფინანსების დარგში, ხოლო ტექნოლოგიები ფულის შოვნის ახალ საშუალებებს გვიქადდა, გადასახადების შემცირების პერსპექტივას გვიხსნიდა, ხოლო ჩვენს წარმოსახვაში, უკვე ვხედავდით ბონუსების და საკუთარი კაპიტალის ზრდას. 

როდესაც  სტუდენტები ვიყავით, თავდაცვის სამინისტრო ამზადებდა ინტერნეტს Microsoft -ისა და Apple-სათვის, ნაციონალურმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა საინიციატივო ჯგუფი ციფრული ბიბლიოთეკების შექმნის პროგრამის რეალიზაციისათვის - ამ პროგრამის შედეგები Google-ის მოდელის საფუძვლად გამოიყენეს, ხოლო ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი წინასწარ ტესტირებას გადიოდა ისეთი კომპანიებისათვის, როგორიცაა Merck და Pfizer 

სამთავრობო კვლევითმა ლაბორატორიებმა და სახელმწიფო უნივერსიტეტებმა მოამზადეს ათასობით ქიმიკოსი, ფიზიკოსი, პროგრამისტი, ინჟინერი, საწარმოო ხაზების შექმნის სპეციალისტები, ბაზრის ანალიტიკოსები, ლაბორანტები და ასე შემდეგ. 

საკუთარი ძალებით კი ჩვენ მხოლოდ ზედაპირული დამოკიდებულების ჩამოყალიბება შევძელით - სტივ ჯობსმა თქვა „ჩვენ არასდროს გვრცხვენოდა დიდი იდეების მოპარვის". 

6. მცირდება სკოლების და პენსიის დაფინანსება, რადგან კორპორაციები გადასახადებს არ იხდიან.

სამმა სხვადასხვა კვლევამ ცხადყო, რომ დღეს კორპორაციები იმის ნახევარზე ნაკლებს იხდიან, რასაც მათგან სახელმწიფო მოითხოვს. ამასთანავე, კორპორატიული შემოსავლების პროცენტი, რომელიც გადახდილია როგორც სახელმწიფოს მოგების გადასახადი, 1980 წლის 7%-დან დღეს 3%-მდე შემცირდა. 

7. შეერთებულ შტატებში არსებული კომპანიები საკუთარი გადასახადების დიდ ნაწილს საზღვარგარეთ იხდიან.

კომპანია Citigroup-მა 2011-2013 წლებში საკუთარი შემოსავლების 42% ჩრდილოეთ ამერიკაში (დიდწილად აშშ-ში) მიიღო, ხოლო მისმა მოგებამ 32 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმავდროულად, მთელი ამ სამი წლის განმავლობაში მას გააჩნდა მოგების გადასახადის შემცირების უფლება. 

2011-2013 წლებში კომპანია Pfizer-ის მოგებამ 40% შეადგინა და მისი აქტივების თითქმის ნახევარი შეერთებულ შტატებში იყო, მაგრამ განაცხადა, რომ აშშ-ში მისმა წაგებამ თითქმის 10 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო უცხოეთში მისი მოგება თითქმის 50 მილიარდი დოლარი იყო. 

2013 წელს, კომპანია Exxon-ს მენეჯმენტის 43%, გაყიდვების 36%, გრძელვადიანი აქტივების 40% და მისი ნავთობის და აირის მოქმედი საბადოების 70%-90% შეერთებულ შტატებში გააჩნდა, თუმცა საერთო მოგებიდან მხოლოდ 2% გადაიხადა მოგების გადასახადის სახით აშშ-ში.

8. რესტორნებში მიმტანებს უკვე 30 წელია, რაც ხელფასს არ უზრდიან.

მიშელ ჩენის შეფასებით, იმ ადამიანების მინიმალური ხელფასი, რომლებიც სამსახურში დამატებით ფულს იღებენ, 1980-იანი წლებიდან საათში დაახლოებით 2$-ია. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ადამიანთა 40% ფერადკანიანია, ხოლო მათი ორი მესამედი - ქალი.


წყარო: http://www.salon.com/2014/04/07/8_things_the_media_doesnt_have_the_courage_to_tell_you_partner/

 

 

 

მოამზადა ალა გრიგალაშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016