reportiori.ge - საინტერესო ფაქტები ციხეების შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:29
პრეს-დაიჯესტი
საინტერესო ფაქტები ციხეების შესახებ
ავტორი:
23 აპრილი, 2014. 17:11

- 1504 წელს ლონდონის ბიგ ბენს რადიკალურად განსხვავებული დანიშნულება ჰქონდა - ბრიტანელები მას საპყრობილედ იყენებდნენ.

 

- დანიაში ციხიდან გაქცევის მცდელობა დანაშაულად... არ ითვლება. თუკი გაქცეულ მსჯავრდადებულს დააკავებენ, რასაკვირველია, მას ციხეში ისე დააბრუნებენ, რომ ცოცხების უკანალში გარჭობა კი არა, პატიმრობის ვადას ერთი დღითაც კი არ გაუხანგრძლივებენ.


- ოსკარ უაილდი ძალიან თავისებური და ექსტრავაგანტური ადამიანი გახლდათ. მან 2 წელი ციხეშიც კი გაატარა. ცნობილი ინგლისელი მწერალი სოდომიის ბრალდებით გაასამართლეს.

- ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ოსკარ უიალდმა რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა, რომლებიც პატიმრებისთვის პირობების გაუმჯობესებას ეხებოდა. 1898 წელს თემთა პალატამ „ციხეების აქტი" მიიღო, სადაც მწერლის არაერთი წინადადება იქნა გათვალისწინებული.


- გუანტანამოს ციხეში ამერიკელები პატიმრების წამებისთვის საკმაოდ ხშირად იყენებდნენ „მეტალიკას" კომპოზიციებს. მუსიკალური ჯგუფის ვოკალისტმა ჯეიმს ჰეტფილდმა ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი რამ განაცხადა: „ბევრი წლის მანძილზე ვტანჯავდით ჩვენი მუსიკით ჩვენს მშობლებსა და ცოლებს. რატომ არ უნდა მოხდეს ეს ერაყელებთან მიმართებაშიც?"


- მოზარდობის ასაკში მაიკ ტაისონი მორიგი უსიამოვნების გამო ციხეში მოხვდა. იქ მან შემთხვევით მუჰამედ ალი ნახა, რომელიც საპატიმროში არასრულწლოვან დამნაშავეებთან ჯანსაღი წესის ცხოვრების დადებით მხარეებზე სასაუბროდ იყო მოსული. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ტაისონმა, პროფესიონალი მოკრივე გამხდარიყო. მიზანს მან მართლაც მიაღწია, თუმცა რამდენად კანონმორჩილად ცხოვრობდა, ამის შესახებ ყველამ კარგად იცის.


- ჯორჯიას შტატის ერთ-ერთი ციხის კედლები ვარდისფრადაა გადაღებული, პატიმრებს კი ვარდისფერი ტანსაცმელი აცვიათ. ციხის ხელმძღვანელის მტკიცებით, ამ სიახლის შემოღების შემდეგ, პატიმრებს შორის კონფლიქტები მნიშვნელოვნად შემცირდა.

- როცა ფრანგმა რევოლუციონერებმა ბასტილია დაიპყრეს, იქ მხოლოდ და მხოლოდ 7 ადამიანი იხდიდა სასჯელს.


- სხვათა შორის, იყო დრო, როცა ბასტილიის ციხეში მხოლოდ ადამიანებს არ სვამდნენ. ერთხელ, თურმე, ციხეში ცნობილი ფრანგული... ენციკლოპედია მოხვდა. წიგნს ბრალად სდებდნენ, რომ იგი რელიგიასა და საზოგადოებრივ მორალს ზიანს აყენებდა.

- მსოფლიოში ყველაზე პატარა ციხე ლა-მანშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კუნძულ სარკზე მდებარეობს. ციხე 1856 წელსაა აგებული და... ორ პატიმარზეა გათვლილი. გასაგები მიზეზების გამო, დღესდღეობით ციხეს უმთავრესი დანიშნულებისამებრ აღარ იყენებენ.


- არსებობს მსოფლიოში ყველაზე უცნაური ციხეც ბოლივიაში, კერძოდ კი სან-პედროში. პატიმრები იძულებულები არიან, ციხეში ჯდომისთვის... ქირა გადაიხადონ. ამასთანავე, საპყრობილეში თითოეულ მათგანს სამუშაოც აქვს. საინტერესოა, რომ პატიმრებთან ერთად ციხეში ასევე ცხოვრობენ ბავშვები და ზოგჯერ ტურისტებიც კი, რომლებიც შენობაში მხოლოდ გიდთან ერთად თუ მოხვდებიან. ციხეში ღამის განათება ტურისტებს სულ მცირე თანხის სანაცვლოდ შეუძლიათ, თუმცა როგორც წესი, ისინი იქ იმის გამო მიდიან, რომ პატიმრებისგან კოკაინი შეიძინონ, ნარკოტიკი, რომელიც ბოლივიაში ყველაზე სუფთაა და ამასთანავე, ყველაზე იაფიც ღირს.




მოამზადა მიხეილ სახვაძემ

გაზეთი „ალია"

23. 04. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016