საბაჟო გამშვები პუნქტის "სარფის" კონტროლის ზონაში, თურქეთის მოქალაქეეებს ცეცხლსასროლი იარაღები შეჰქონდათ.
საბაჟო პროცედურების ფარგლებში სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, წინა სავარძლებს შორის მოთავსებულ ხელჩანთაში აღმოჩნდა CZ 75 B GAL.9 LUGER ტიპის ერთი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდით და 3 ცალი ვაზნით. მოქალაქის პირად ნივთებში აღმოჩნდა ასევე სანადირო თოფის ვაზნა - 31 ცალი.
ცეცხლსასროლი იარაღი შემოჰქონდა ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსულ თურქეთის მოქალაქე რ. კ.-ს, რომელიც მართავდა "ვოლვოს" მარკის მსუბუქ ავტომანქანას. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, ავტომანქანის სალონში, წინა სავარძლებს შორის სათავსოში, მას აღმოაჩნდა ერთი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი - SMITH END WESSON SPRINGFIELD.MA U.S.A.VDF5460 Mod 5906 ტიპის, ორი მჭიდითა და 211 ცალი ვაზნით. ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საპატრულო პოლიციის აჭარის განყოფილებას გადაეცა.