ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ეკა ბესელიამ განცხადება გააკეთა და აღნიშნული მოიხსენია,როგორც მგრძნობიარე კანონპროექტი:
„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ,რომელზეც იწყება მეორე ,ანუ მუხლობრივი განხილვა .ვიზიარებ იმ წინასწარგანწობას, რომ საჭიროა მეტი კონსულტაცია მართლმადიდებელ ეკლესიასთან, საპატრიარქოსთან .იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც გამოთქვამენ წუხილს.განხილვაში მათი მონაწილეობის აუცილებლობა და საჭირობა პირდაპირ იკვეთება, ამას ასევე გვავალდებულობს ის კონსტიტუციური შეთანხმება , რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის".
ბესელიას თქმით მას პირადად აქვს კონსულტაციები, ასევე აპირებს პატრიარქთან შეხვედრას ამ საკითხთან დაკავშირებით ისევე, როგორც სახალხო დამცველთან და იმ არასამთავრებო ორგანიზაციებთან, რომელთაც აქვთ შენიშვენები, რათა მაქსიმალურად შეჯერებული კანონპროექტი იქნას მიღებული.