reportiori.ge - ბენჟამინ ფრანკლინის 13 სათნოება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:12
სხვადასხვა
ბენჟამინ ფრანკლინის 13 სათნოება
24 აპრილი, 2014. 10:00

აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელთაგანი,  პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი, გამომცემელი, ამერიკის რევოლუციის სულისჩამდგმელი ბენჟამინ ფრანკლინი  ცხოვრების წესითაც გამორჩეული გახლდათ.


ერის მამად წოდებული ფრანკლინი ცნობილი იყო განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით, წერის ნიჭითა და ინტერესთა ფართო სპექტრით. აქტიურმა საზოგადო მოღვაწემ და დიპლომატმა,  ნიადაგი მოამზადა ამერიკის რევოლუციისთვის. გთავაზობთ ფრანკლინის 13 სათნოებას.


1. თავშეკავება - არ ჭამო მოყირჭებამდე, არ დალიო დათრობამდე.


2. დუმილი - ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს.


3. წესრიგი - ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს.


4. გაბედულება - გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულო ის, რაც გადაწყვეტილია.


5. მომჭირნეობა - ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერი არ გაფლანგო.


6. სიბეჯითე - არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ, ყოველთვის რამე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული, უარი თქვი ყოველ უსარგებლო ქმედებაზე.



7. გულწრფელობა - არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები, საუბრის დროს მისდიე ამ წესს.


8. სამართლიანობა - არავის მიაყენო ზიანი, არ ჩაიდინო უსამართლობა და არ გამოგრჩეს ის კეთილი საქმეები, რომლებიც შენს მოვალეობაში შედის.


9. ზომიერება - მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი.


10. სისუფთავე - არ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობის და ადგილსამყოფელის უსუფთაობა.


11. სიდინჯე - არ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმა და გარდაუვალმა ამბებმა.


12. უმწიკვლობა - იყავი ზნეობრივად წმინდა.


13. თავმდაბლობა - მიბაძე ქრისტეს და სოკრატეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016