ისტორიას ახსოვს ბავშვები, რომლებმაც სახელი თავიანთი სისასტიკით გაითქვეს. წარმოგიდგენთ მათ ისტორიებს:
მერი ბელლი - ამ ბავშს მსოფილო პრესამ მონსტრი უწოდა. იგი დაიბადა ბრიტანეთში, კერძოდ ნიუკასტლის ღარიბულ რაიონში. აქვე გაიზარდა. მის მშობლებს სულ თერთმეტი შვილი ჰყავდათ. მერი იყო პირველი. ოჯახს ეკონომიურად უჭირდა. ოჯახში არავინ მუშაობდა, ბავშვებს კი რჩენა უნდოდათ. მერის მამა ამბობდა „განა ვინმეს ეხალისება მუშაობა? მე არა. მე საერთოდ არ მჭირდება ფული. მთავარია დასალევი ვიშოვო". ამიტომაც კაცი თავს ბავშვების ბიძად ასაღებდა, რათა ოჯახს არ მოკლებოდა ერთადერთი საარსებო წყარო, მარტოხელა დედის პენსიის სახით. მერის დედა ულამაზესი ქალბატონი იყო. სამწუხაროდ ბავშვობიდანვე ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. მერიზე ორსულობის პერიოდში იღებდა ტაბლეტებს და თვითმკვლელობა სცადა. მერი ფანტაზიებში ცხოვრობდა. ის ყვებოდა ამბებს არარსებულ ფერმაზე, რომელიც ბიძამისს ეკუთვნოდა. მას უნდოდა მონაზონი გამხდარიყო, რადგან მისი აზრით ისინი „კარგები" იყვნენ. ხშირად კითხულობდა ბიბლიას. ხუთი ეგზემპლარი ჰქონდა. ერთ-ერთზე თავისი გარდაცვლილი ნათესავების სახელებსა და გარდაცვალების თარიღებს წერდა. ერთხელაც 11 წლის ასაკში 1968 წელს გოგონამ თავის 13 წლის მეგობარ ნორმასთან ერთად, რომლის ოჯახსაც მის გარდა 4 შვილი ჰყავდა, ორი თვის შუალედში ორი მცირეწლოვანი მოახრჩო.
ჯონ ვენეიბსლი და რობერტ ტომპსნი - ამ ორ ბავშვს სასამართლომ ათი წლის ასაკში გამოუტანა სამუდამო პატიმრობის განაჩენი. სწორედ ამ ასაკში სუპერმარკეტში ყოფნისას დაიწეს თამაში დედასთან ერთად მყოფ ორი წლის ბიჭთან. როცა ქალმა ყურადღება მოადუნა, ჩუმად გაიყვანეს ბავშვი. საშინლად სცემეს 2 წლის პატარა ჯოხებით, გადაასხეს საღებავი და დააგდეს რელსებზე იმ იმედით, რომ მატარებელი მანამ გადაუვლიდა, სანამ იპოვიდნენ. ყველაფერი კი უბედურ შემთხვევას უნდა დაბრალებოდა. შემთხვევა 1993 წელს მოხდა.
ალისა ბუსტამანტი - 15 წლის გოგონა დიდხანს საფუძვლიანად გეგმავდა თავისი მეზობლის, მე-4 კლასელი მოზარდის მკვლელობას. 21 ოქტომბერს თავს დაესხა მეზობელს, კისერზე წაუჭირა ხელი და როცა ბავშვმა ჟანგბადის უკმარისობის გამო ძალა დაკარგა, დანით გამოჭრა ყელი. შემდეგ დანა მუცელში ჩაარტყა და გვამი გადამალა. დაიწყო გამოძიება. პოლიციას საქმე ისევ ალისამ გაუადვილა, როცა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და გვამის ადგილსამყოფელი. მოტივად მან სურვილი დაასახელა. უნდოდა გაეგო, თუ რას გრძნობდნენ მკვლელები.