reportiori.ge - პროფესიები, რომელთა წარმომადგენლებსაც უმუშევრობა არ ემუქრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:07
სხვადასხვა
პროფესიები, რომელთა წარმომადგენლებსაც უმუშევრობა არ ემუქრება
24 აპრილი, 2014. 13:28


გლობალური განათლების სისტემა ნელ-ნელა იცვლება. მომავალი სტუდენტები პროფესიის არჩევისას სულ უფრო პრაგმატულები ხდებიან და „მყვირალა სახელწოდებიანი", ე.წ. ზე-პოპულარული პროფესიებისგან განსხვავებით, სამომავლო მიზნებზე მორგებულ პროფესიას ირჩევენ.


როდესაც ვებ-გვერდებზე „დაძვრებით", გიფიქრიათ თუ არა ადამიანზე, ვის მიერაც ეს ყველაფერია შექმნილი? ვებ-დეველოპერის ფუნქციაში შედის საიტის დიზაინის გადაწყვეტა, მისი შემუშავება და საბოლოო სახის მიცემა. მათ კომპეტენციაში ასევე შედის, საიტის მართვა და შესაძლო პრობლემების გადაჭრა.


აშშ-ს შრომის დეპარტამენტის პროგნოზის მიხედვით, ვებ-დეველოპერების ვაკანსიები 2012 წლიდან 2022 წლამდე 20%-ით გაიზრდება. ციფრული ეპოქის ხანაში რთული მისახვედრი არაა, რომ იგივე ტენდენციები იქნება მსოფლიოს დანარჩენ ნაწილშიც. სმარტფონების, ტაბლეტებისა და მსგავსი მოწყობილობების ბუმი იმაზე მიუთითებს, რომ ვებ-დეველოპერის პროფესია კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური.


სიაში მეორე ფარამაცევტის ტექნიკური დამხმარის პროფესიაა. იმის ნაცვლად, რომ სამედიცინო კოლეჯში წლები ისწავლოთ, ამ პროფესიის დასაუფლებალადაც რამდენიმე თვეა საკმარისი. ისინი ლიცენზირებულ ფარმაცევტებს ეხმარებიან წნევის გაზომვაში, რეცეპტების მიხედვით წამლების გაცემაში, მათ შეფუთვაში, აღჭურვილობის მოწესრიგებაში და მომხმარებელთა შეკითხვების პასუხსა და ინფორმირებაში.


იმ პროფესიებს შორის, რომლებიც კვალიფიკაციის დაბალ დონეს მოითხოვენ, მოთხოვნა კი საკმაოდ მაღალია, მესამე ადგილზე გამათბობლების, კონდიციონერებისა და მაცივრების შემკეთებლის პროფესიაა. დღევანდელი ცივილიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ტემპერატურის კონტროლია. გამათბობლები უზრუნველყოფენ სითბოს ზამთარში, გამაგრილებლები კი სიგრილეს ზაფხულში. მაცივრები კი ჩვენს პროდუქტს უსაფრთხოდ ინახავენ. მათი შემკეთებელ-მემონტაჟეების პროფესიაც შესაბამისად მოთხოვნადია.


მეოთხე პროფესია დიაგნოსტიკური სამედიცინო სონოგრაფიაა. ამ პროფესიას თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში უამღლესი კვალიფიკაცია არ სჭირდება, რადგან დიაგნოზის დასმა თანამედროვე აპარატების საშუალებითაა შესაძლებელი, მთავარია მათი მოხმარება ვიცოდეთ. ამ პროფესიაზე მოთხოვნა 2022 წლისთვის, რეკორდულად, 46%-ით გაიზრდება.


სულ უფრო პოპულარული ხდება სამშენებლო მენეჯერის პროფესია. შენობები და ცათამბჯენები რომელსაც თვალი ასე შეეჩვია, თავისით არ შენდება. სამუშაო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი არიან სამშენებლო მენეჯერები. ამ პროფესიაზე მოთხოვნა 2022 წლისთვის 16%-ით გაიზრდება. მოთხოვნის ზრდას განსაკუთრებით წინასწარმეტყველებენ მომდევნო 5-10 წლის განმავლოაბში, რადგან კომერციული პროექტების ბუმია მოსალოდნელი.


2022 წლამდე 11%-ით გაიზრდება ბუღალტრებისა და აუდიტორების დამხმარე პერსონალზე მოთხოვნა. არც ამ პროფესიას სჭირდება უმაღლესი განათლება. მათი მათავარი მოვალეობა ქვითრების, ვაუჩერებისა და ნაღდი გადახდების აღრიცხვა-გატარებაა.


გიყვართ იურისპრუდენცია, მაგრამ არ გხიბლავთ უმაღლეს სასწავლებლებში წლების გატარებისა და ასეული ათასი დოლარის დახარჯვა? მაშინ იურისტის დამხმარის პროფესია სათქვენო ყოფილა. მათ მოვალეობაში შედის კვლევების ორგანიზება, დოკუმენტაციის მომზადება-ორგანიზება. ისინი ასევე აწარმოებენ მოპალარაკებებს კლიენტებთან. 2022 წლამდე ამ პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნა 17%-ით გაიზრდება.


ექვსი ყველაზე მაღალანაზღაურებადი დაბალი კვალიფიკაციის" მქონე პროფესია. ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე პროფესია ამ სიაშიც მოხვდა. მაგალითისათვის, იურისტის დამხმარის საშუალო შემოსავალი წელიწადში 46.990 აშშ დოლარია, მათგან ყველაზე მაღალანაზღაურებადი ნაწილი წელიწადში 75 410 აშშ დოლარს გამოიმუშავებს, ყველაზე დაბალანაზღაურებადის შემოსავალი კი წელიწადში 29 420 აშშ დოლარია. ლიცენზირებული ექთნების საშუალო წლიური შემოსავალი 65 470 აშშ დოლარია. ყველაზე მაღალ შემოსავლიანების საშუალო შემოსავალი წელიწადში 94 720 აშშ დოლარს, ხოლო დაბალშემოსავლიანების შემოსავალი 45 040 აშშ დოლარს შეადგენს. პოლიციის ოფიცრების საშუალო შემოსავალი წელიწადში 55 270 აშშ დოლარია, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ოფიცრები 89 310 აშშ დოლარს იღებენ, ხოლო ყველაზე დაბალშემოსავლიანები - 32 350 დოლარს.


სტომატოლოგის ჰიგიენისტების საშუალო წლიური შემოსავალი 70 210 აშშ დოლარია, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტების შემოსავალი - 96 280 აშშ დოლარი, ყველაზე დაბალანაზღაურებადის შემოსავალი კი 46 540 აშშ დოლარია წელიწადში. პროგრამისტები წელიწადში საშუალოდ 74 280 აშშ დოლარს გამოიმუშავებენ, ყველაზე მაღალანაზღაურებადები - 17 890 აშშ დოლარს, ყველაზე დაბალშემოსავლიანები კი - 42 850 აშშ დოლარს. სამედიცინო დოკუმენტაციის აღმრიცხველი და ჯანდაცვის სფეროს სხვა ტექნიკური პერსონალის საშუალო წლიური შემოსავალი 34 160 აშშ დოლარია, მათგან ყველაზე მაღალშემოსავლიანები წელიწადში საშუალოდ 56 200 აშშ დოლარს იღებენ, ყველაზე ნაკლებშემოსავლიანები კი 22 250 აშშ დოლარს.


მსოფლიო ტენდენციებს ფეხს საქართველოც უწყობს. ჩვენთან, ისევე როგორც განვითარებულ ქვეყნებში მაღალია მოთხოვნა მარკეტინგის სპეციალისტებზე, ვებ-დიზაინერებზე, ბუღალტრებსა და სხვა ზემოთ დასახელებულ პროფესიებზე. რაც შეეხება საქართველოს შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა მხრიდან, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ათეულს, შემდეგნაირად გამოიყურება: სიაში პირველი მარკეტინგის სპეციალისტია. ბოლო წლებია ყველაზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მოთხოვნა გამოწვეულია კომპანიების სურვილით გაზარდონ გაყიდვები და მოძებნონ კადრი, ვინც ამ პროცესს გაუძღვება; ამასთანავე, პრობლემაა პროფესიონალების ნაკლებობა ბაზარზე, რაც ხშირად იწვევს კადრების დენადობას, ხდება ძველის გაშვება და ახლების მიღება. ამ პროფესიის კვალიფიციურ კადრს სამსახურის მოძებნა არ გაუჭირდება, რადგან დღესდღეობით უამრავი ახალი პროდუქტი გაჩნდა ბაზარზე. კარ-გმა სპეციალისტმა მაღალი კონკურენციის პირობებში გაყიდვა უნდა გაზარდოს, ეს კი ადვილი ნამდვილად არაა.


ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია მოთხოვნა. კომპანიებს მუდმივად სჭირდებათ კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც ტექნიკურ პრობლემებს მყისიერად აღმოფხვრიან და პასუხისმგებელიც იქნებიან ქსელის გამართულ მუშაობაზე.


მაღალია, მოთხოვნა ვებ-დიზაინერის პროფესიაზეც. განსაკუთრებით პოპულარულია გრაფიკული დიზაინის, მულტიმედიის, ვიზუალური ხელოვნების მიმართულებები. პროგრამისტებზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, ბიზნესს კომპანიები დიდ ყურადღება უთმობენ ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში კორპორატიული პროფილების ინტეგრირებას და განვითარებას.


წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა დისტრიბუტორებზე. ბაზარზე უამრავი სავაჭრო ობიექტი გაიხსნა, მათ კი მომარაგება სჭირდება. ამ სფეროში განსაკუთრებით დიდია კონკურენცია. მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება დისტრიბუტორებზე, რაც ასევე კომპანიის ქსელების გაფართოებით ან ახალი ჩამნაცვლებელი კადრების ძიებით არის განპირობებული.


ტურიზმის სპეციალისტის პოპულარობა ბოლო დროს ტურიზმის მთავარ მიმართულებად გამოცხადებამ გამოიწვია. ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა დაიწყო, საქართველოს პოტენციალის საერთაშორისო რეკლამირებამ კი საქართველოსადმი ინტერესი გაზარდა. განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა გიდებზე, რამაც გასულ წლებში კადრების დეფიციტი გამოიწვია. განსაკუთრებული მოთხოვნაა ინგლისურენოვან გიდებზე.


ბუღალტერ-ფინანსისტი საკმაოდ პერსპექტიული პროფესიაა. შრომის ბაზარზე ამ სპეციალობის წარმომადგენლებს საკმაოდ მაღალი შემოსავალი აქვთ. ბუღალტერი, ისევე როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიის სპეციალისტი, ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება. გარდა ამისა, კვალიფიციური ბუღალტერი მნიშვნელოვანია საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობაში, კომპანიების ფინანსურად გამართვაში და გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან აცილებაში. ტურიზმის განვითარებამ ასევე გამოიწვია მოთხოვნის ზრდა მიმტანის, ბარმენის, სასტუმროს ადმინისტრატორის პროფესიებზე.


საქართველოში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ექიმები, იურისტები და მასწავლებლები. ამის მიზეზი ისაა, რომ მასწავლებლობა დღეს აღარავის სურს. კვალიფიციური კადრები სამუშაოდ სკოლაში აღარ მიდიან, რადგან პედაგოგის ანაზღაურება საკმაოდ დაბალია, პასუხისმგებლობა კი ძალიან დიდი. პედაგოგებს შორის ჭარბობს მოთხოვნა ინგლისური ენის მასწავლებლებზე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016