reportiori.ge - ზაფხულში უკრაინელი ტურისტების ბუმს ელოდებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:15
სხვადასხვა
ზაფხულში უკრაინელი ტურისტების ბუმს ელოდებიან
24 აპრილი, 2014. 13:29


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზაფხულში საქართველოში უკრაინელი ტურისტების ბუმი იქნება. ამის მიზეზად უწყებაში მაისის თვიდან უკრაინაში უპრეცედენტოდ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის დაწყებას ასახელებენ. ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ყირიმში შექმნილი ვითარების გამო იქ დამსვენებელი ტურისტების ნაკადი შავი ზღვის სხვა კურორტებზე, მათ შორის საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე გააკეთებს არჩევანს.


უწყებაში აცხადებენ, რომ აქტიურად იმუშავებენ გამოთავისუფლებული სეგმენტის  საქართველოში მოზიდვაზე.


ყირიმს ყოველწლიურად 4 მილიონი შიდა ტურისტი სტუმრობდა და ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელი ტურისტების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში მოიზიდოს. მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან  უკრაინის მიმართულებით რეისიების გაზრდის თაობაზე უახლოეს დღეებში  დასრულდება. შემუშავებულია უკრაინის ბაზარზე საწარმოებელი აქტიური სარეკლამო კამპანია, რომლის ფარგლებშიც  განხორციელდება სატელევიზიო  და გარე რეკლამა, ღონისძიებები და გაცნობითი ტურები. მომზადდება გადაცემები, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ უკრაინის ცენტრალურ არხებზე, ასევე სახალისო გათამაშებები", - აცხადებენ უწყებაში.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი სიგუას განცხადებით, საქართველოს შავიზღვისპირა სანაპირო ბევრად აღემატება ყირიმის ტურისტულ ინფრასტრუქტურას.



უწყების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გიორგი სიგუა პრესკონფერენციას გამართავს უკრაინაში დაგეგმილ კამპანიასთან და  უკრაინულ ტურისტულ ბაზარზე გამოთავისუფლებული სეგმენტის მოზიდავასთან დაკავშირებით.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016