კულტურა
საქართველოში ამერიკის კულტურის დღეები აღინიშნება
ავტორი: თეო ტაბატაძე
24 აპრილი, 2014. 13:20
ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრი დღეს, 19:00 საათზე, კენედის ცენტრის ჯაზ-პიანისტის ჯასტინ კოფლინის კონცერტს უმასპინძლებს. ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის დღეების ფარგლებში ჩატარდება.
აშშ-ს კულტურის დღეების ფარგლებში, 30 აპრილს, 17:00 საათზე, ჯასტინ კოფლინი ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრსა და მუსიკალურ დარბაზშიც, გამართავს კონცერტს.
კიდევ ერთი ღონისძიება - ამერიკული პოეზიის საღამო, მწერალთა სახლში 25 აპრილს გაიმართება. ზვიად რატიანი და შოთა იათაშვილი - XX საუკუნის ამერიკელი პოეტების ნაწარმოებების საკუთარ თარგმანებს წაიკითხავენ.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50