ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია არჩილ ხორავას სახელობის მუსიკალურ სკოლას ესტუმრა,რომელიც ავარიულ მგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.მაჟორიტარი ადგილზე გაეცნო აღნიშნულ პრობლემას და ხელმძღვანელობისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია შენობის რეაბილიტაციისათვის ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
სასწავლებლის დირექტორის, ლია ეჯიბიას განცხადებით,დეკემბრის თვეში ჩაუტარდა შენობას კონსტრუქციული გამაგრების სამუშაობი,თუმცა შიდა სამუშაოები არ ჩატარებია.შენობის ნახევარი პარალიზებულია და მოახლოებული სასწავლო პროცესის დაწყება შეუძლებელი.მუსიკალური სკოლა თვითმმართველობის ბალანსზეა,თუმცა 2013 წლის ბიუჯეტში შენობის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება არ არის გათვალისწინებული.
მაჟორიტარმა დეპუტატმა სრული მხარდაჭერა და თანდგომა აღუთქვა კოლექტივს და მზადყოფნა გამოთქვა ალტერნატიული წყაროების მოძიებაში.