reportiori.ge - ალა პუგაჩოვამ წონაში დაკლების საკუთარი მეთოდი გაამხილა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:25
სხვადასხვა
ალა პუგაჩოვამ წონაში დაკლების საკუთარი მეთოდი გაამხილა
ავტორი:
24 აპრილი, 2014. 18:41

რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ ქალებს საკუთარ ბლოგზე წონაში დაკლების  საკუთარი მეთოდი გაუმხილა. პუგაჩოვა წერს, რომ არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ წონაში დაკლება ყავის საშუალებით მოახერხა.



"ძვირფასო ქალბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბლოგზე! ბოლო დროს თავი მომაბეზრა ინტერნეტ-საიტების დაუსრულებელმა ღაღადმა, აქაოდა, ალამ აქტივირებული ნახშირით, კიტრის დიეტით, შვრიის დიეტით და მისთანებით დაიკლოო... არ დაიჯეროთ! სისულელეა! არანაირი აქტივირებული ნახშირი არ მიჭამია! ჰოდა, რახან ხალხი ითხოვს, გადავწყვიტე ყველა მითი გავაქარწყლო და გიამბოთ, ძვირფასებო, როგორ გავხდი სინამდილეში.


მოხერხებულად მოეწყვეთ და თქვენი ძვირფასი დროის ხუთი წუთი დამითმეთ. საიდუმლო არაა, რომ ცხოვრება ათასნაირი სტრესის ფონზე მიდის და ჩემი ასაკის ნებისმიერი ქალი იმ ცხოვრებისეული რიტმით, რომლითაც მე ვცხოვრობ, წონასწორობას, წონის პლანში, კარგავს. არც მე ამცდა ეს პრობლემა. დაძაბულობა, სტრესები, წახემსებები ფიგურას მალევე დაეტყო.


რამდენადაც მახსოვს, 40 წლიდან მოყოლებული ჩემი წონა 75 კგ-ს აღწევდა და მაშინ სულ რაღაც 5 კილოგრამის დაკარგვაზე ვოცნებობდი. კრემლის, დიუკანის, პროტასოვას ნაქებ დიეტებს ვიცავდი და ვშიმშილობდი კიდეც. შედეგი იყო, როგორ არა, მაგრამ როგორც კი დიეტა მთავრდებოდა, წონა უბრალოდ კი არ ბრუნდებოდა, "მეგობრებიც" მოჰყავდა დამატებითი კილოგრამების სახით. მოკლედ, ყველა ჩემი ცდა იმით დასრულდა, რომ ოპტიმალური 75 კილოგრამი 78-ად გადაიქცა და ამაზე გაჩერებას არ აპირებდა.


მაშინ გადავწყვიტე: სასწრაფოდ უნდა გავხდე-მეთქი. უარი ვთქვი ცხიმიანზე, შემწვარ-მოხრაკულზე, ღამით ჭამაზე. მაინც არაფერი გამოვიდა, წონა იმატებდა და ერთ თვეში 84 კგ. მიაღწია. დავიწყე ერთი მკაცრი დიეტა, მერე მეორე, მერე მესამე. დავივიწყე ხორცის, პურის, კარტოფილის, ტკბილეულის გემო. ვჭამდი მარტო ხილს და ბოსტნეულს. ვსვამდი მხოლოდ ჩვეულებრივ ან მინერალურ წყალს. გავსინჯე ყველანაირი "სასწაულმოქმედი" ჩაი - ყველაფერი ამაო აღმოჩნდა, წონა 84-86 კილოგრამიდან ფეხს არ იცვლიდა.


აღმოჩენა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა!


ერთხელ ინტერნეტში საოცარი ისტორია წავიკითხე. ამბავი ქალზე, რომელმაც კვირაში 7 კილოგრამი დაიკლო... რისი დახმარებით,? როგორ? არაფრით დაიჯერებთ და - ყ ა ვ ი ს  დახმარებით! ამ აღმოჩენამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. თუმცა, მოდით, ყველაფერს დალაგებულად გიამბობთ.


ჩემი გახდომის რეცეპტი უმარტივესია - მწვანე ყავა ჯანჯაფილით. ახლავე აგიხსნით რა და როგორ:


მწვანე ყავა ჯანჯაფილით - პოპულარული სასმელია. პიკანტური გემოს გამო სიამოვნებით სვამენ. გაციების საწინააღმდეგოდაც იყენებენ ხოლმე. მწვანე ყავა, რომელსაც ძალიან საინტერესეო გემო აქვს, საოცარი საშუალებაა მათთვის, ვისაც ზედმეტი წონის მოშორება გადაუწყვეტია. ის შეიცავს ნივთიერება გინგეროლს, რომელიც აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ამის ხარჯზე, ორგანიზმის წმენდის პროცესი და მავნე ნივთიერებების გამოყოფის პროცესი უფრო ძლიერი ხდება, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი და ზედმეტი კილოგრამები ქრება.

აი, როგორია ჩემი გახდომის პროგრამა:

დილით სასმელის 1-2 ჭიქა საიზმემდე ნახევარი საათით ადრე, უზმოზე უნდა მიირთვათ.

დაძინებამდეც 1-2 ჭიქა იგივე ყავა უნდა დალიოთ.

და უმთავრესი: საუკეთესო შედეგისთვის ყავა ყოველდღე უნდა დალიოთ. და უკვე სამი დღის შემდეგ დაინახავთ ეფექტს!

რა თქმა უნდა, ეჭვი მეც მქონდა. მაგრამ გადავწყვიტე და არ მინანია.


რაც შეეხება იმას, თუ სად უნდა ნახოთ "ჩემი ყავა": ვიცი, რომ ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე ერთადერთი სერტიფიცირებული ფირმაა, რომელიც ჯანჯაფილიან მწვანე ყავას ყიდის. შეიძლება გაგიჭირდეთ დღესვე მისი შოვნა, თუმცა... ჩემი საიდუმლო გაგიმხილეთ და იქნებ სადაც წააწყდებით, იქ მაინც არ აარიდოთ თვალი ამ სასმელს და დაიმახსოვროთ, რომ ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ჩაგივარდათ ხელში.

წარმატებას გისურვებთ!",- დაწერა პუგაჩოვამ.



წყარო  http://discussiontop.ru



(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016