„პოლიტპატიმარ ნოდარ გოგატიშვილის თავდასხმის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება დაზიანების ფაქტზე დაწყებულია.“ - ამის შესახებ “პრაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
ნოდარ გოგატიშვილი მასზე თავდასხმას იმ პირებს უკავშირებს,რომელთა გვარებიც მან 11 აგვისტოს “ობიექტივის” პირდაპირ ეთერში დაასახელა. ვაჟა ცხვედიანის, გოგა ბუთლიაშვილის, ალექსი თოლორდავასა და გიორგი ავსანჯანიშვილის წინააღმდეგ ყოფილმა პატიმარმა ჩვენება 13 აგვისტოს მისცა თბილისის პროკურატურას. ნოდარ გოგატიშვილი საქართველოს მთავარ პროკურორთან არჩილ კბილაშვილთან “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდვინის სოსო მანჯავიძისა და ჟურნალისტ ირმა ინაშვილის შეხვედრის შემდეგ დაკითხეს.